იურიდიული კომპანია - შ.პ.ს. „PAEL Georgia“ არის 2006 წელს რეგისტრირებული იურიდიული ფირმების: კ.ს. „ქირია და პარტნიორები“-ს და შ.პ.ს. „კერძო მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“-ს სამართალმემკვიდრე, რომლებიც რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს ისუტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის 22.09.2011 წ-ს გადაწყვეტილებით, შეერწყა ახალ სამეწარმეო სუბიექტს. აგრეთვე, ჩვენი ბიზნეს პარტნიორია - შ.პ.ს. ,,ინფოაუდიტი”.

წარმოდგენილი ბიზნეს ჯგუფი, აერთიანებს გამოცდილი იურისტებს, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სფეროში გამოცდილ ადვოკატებს, ასევე, არბიტრებს, ეკონომისტებს, ბუღალტრებს და სხვა დარგის ექსპერტებს. კომპანია მოწოდებულია, დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გაუწიოს მაღალკვალიფიციური მომსახურეობა სამართალურთიერთობის სხვადასხვა დარგში.

ჩვენი პრიორიტეტებია:

  • სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
  • დაკვეთის მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულება;
  • მომსახურეობის ხელმისაწვდომი ფასები;
  • ხელშეკრულების ინდივიდუალური პირობები;
  • დამკვეთისადმი მაქსიმალური კომპფორტი შექმნა;
  • მოქალაქეთა პროფესიული გადამზადება და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

კომპანიის ერთპიროვნული ხელმძღვანელი არის: დირექტორი - ბ-ნ ბაჩუკი ქირია.

კომპანიის მმართველი აპარატი შედგება შემდეგი პირებისაგან:

კომპანიაში ასევე, დასაქმებულია სხვა დამხმარე პერსონალი.

კომპანიის საფირმო სახელწოდება არის: შ.პ.ს. ,,PAEL Georgia", რომელის საფირმო სახელწოდება იშიფრება, როგორც: Law Company - ,,Permanent Arbitration, Experts, Lawyers of Georgia” / ქართულად: ,,მუდმივმოქმედი არბიტრაჟი, ექსპერტები, საქართველოს ადვოკატები".

იხილეთ წესდება ამავე ბმულზე...


· სარეკლამო მენეჯერი: ბ-ნ მურმანი ქირია.