სახელშეკრულებო პორობებზე შეთანხმება ჩვენი კომპანიის უპირველესი ამოცანაა,

ჩვენი მიზანია, დამკვეთისათვის ყველა სახის ინფორმაცია ამომწურავად იქნეს მიწოდებული და კლიენტმა თავი იგრძნოს რაც შეიძლება კომფორტულად. ჩვენ ყველა საშაუალებას ვიყენებთ, რათა აღმოფხვრილ იქნეს ხელშეკრულების მხარეთა შორის ყოველგვარი გაუგებრობა და ვაქვეყნებთ სტანდარტული ნიმუშის ხელშეკრულებს:

ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ:

 

იურიდიული მომსახურების გადასახადის გადახდა შესაძლებელია ასევე, 0%-იანი შიდა განვადებით!..
დაწვრილებით, იხ. აქ...


შ.პ.ს. „PAEL Georgia“-ს საადვოკატო ორდერის
(მომსახურების  მინიმალური)  ფასები  დ.ღ.გ.-ს  გარეშე:

პირველი კატეგორია: 500 (ხუთასი) ლარი, თუ საადვოკატო (იურიდიული) მომსახურება გაიწევა ქ.თბილისის ტერიტორიაზე, შემდეგ სუბიექტების ინტერესის შესაბამისად:

  • ბრალდებული და / ან მსჯავრდებული;
  • მოსარჩელე, მოპასუხე და / ან მე-3 პირი;

მეორე კატეგორია: 800 (რვაასი) ლარი, თუ საადვოკატო (იურიდიული) მომსახურება გაიწევა ქ. თბილისის ფარგლებს გარეთ, პირველი კატეგორიის საქმეებზე;

მესამე კატეგორია: 200 (ორასი) ლარი, თუ საადვოკატო (იურიდიული) მომსახურება გაიწევა, შემდეგ სუბიექტების საპროცესო ინტერესის შესაბამისად:

  • მოწმე და / ან დაზარალებული;
  • გამოსაკითხი პირი;
  • ბრალდებული და / ან მსჯავრდებული, დასაცავის (კონტრაქტორის) განცხადებით საპროცესო შეთანხმება ზეპირად უკვე მიღწეულ სამქეში;
  • ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი;
  • ბრალდებული ისეთი კატეგორიის საქმეზე, რომელშიც შერაცხული ბრალისათვის, ს.ს.კ.-ით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა არ აღემატება 2 (ორ) წელს;

მეოთხე კატეგორია:

მეხუთე კატეგორია:


ყურადღება!

  • ყველა კატეგორიის საქმეზე, პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქმის წარმოების ვადით, მომსახურება განხორციელდება, შესაბამისი კატეგორიის საქმის გათვალისწინებით, არანაკლებ დადგენილი ფასების გადახდის საფუძველზე;
  • ამ დებულებებით განსაზღვრული კატეგორიის საქმის წარმოების მიზნით, შესაბამისი მომსახურეობისათვის შეიძლება განისაზღვროს სხვა ისეთი კატეგორიის ფასი, რომელიც ერთი საფეხურით უფრო იაფი არის, ვიდრე არსებული სტანდარტული ფასი, თუ საადვოკატო (იურიდიული) მომსახურების დაკვეთა ხორციელდება:
    ა.) გასული ერთი წლის განმავლობაში მომსახურების გადასახადის გადამხდელი პირის სასარგებლოდ და / ან ასეთი პირის მიერ განხორციელებული დაკვეთის საფუძველზე;
    ბ.) ერთზე მეტი პირის სასარგებლოდ, რომელთა მომსახურების ფასები დგინდება პირთა რაოდენობის გათვალისწინებით, რა დროსაც ყოველი მომდევნო ბენეფიციარის გადასახდელად განსაზღვრული ოდენობა იაფდება მომდევნო 1 საფეხურით.
  • გარდა დადგენილი მინიმალური ფასებისა, ინდივიდუალური საადვოკატო (იურიდიული) მომსახურება, საქმის სირთულის მიხედვით, შეიძლება ითვალისწინებდეს ადვოკატის მიერ განსაზღვრულ დამატებით ჰონორარს, სამეურნეო, სამივლინებო და სხვა ზედნადებ ხარჯებს.

 

შერავათიანი ფასები:

შ.პ.ს. ,,PAEL Georgia" პერიოდულად აცხადებს ფასდაკლებებს და სხვადასხვა სახის აქციებს საადვოკატო (იურიდიული) მომსახურების ფარგლებში და იმის გათვალისწინებით, რომ www.myadvocate.ge-ს მთავარ გვერდზე განთავსებული სიახლეები პერიოდულად განახლებადია, ვცდილობთ ვებ-გვერდის მომხმარებლებს გავუადვილოთ ინფორმაციის მოძიება და ამ მიზნით, დამატებით გთავაზობთ ბმულებს უკვე გამოცხადებული აქციების შესახებ:

გისურვებთ წარმატებებს...