სამხედრო საპატრულო, სადაზვერვო, მსუბუქად შეჯავშნული ,,დიდგორი"-ს შემდეგ, ქართული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის - "დელტა"-ს ბაზაზე შეიქმნა მეორე მეორე ქართული ჯავშანმანქანა - ”ლაზიკა”, რომელიც საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი ...

გამოცდილების გათვალისწინებით არის აღჭურვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ”ლაზიკა” არის მუხლუხებიანი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომლის ჯავშანიც კომბინირებულია და უზრუნველყოფს დაცვას 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან.

მას აქვს შეიარაღების დისტანციურად მართვის მოდული, აღჭურვილი ცეცხლის მართვის სისტემით, რომელზეც დამონტაჟებულია 23 მმ კალიბრის ქვემეხი და 7, 62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი. მანქანა აღჭურვილია სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერებით, უზრუნველყოფს მანქანის შიგნიდან დისტანციურად სამიზნის აღმოჩენას, იდენტიფიკაციასა და ცეცხლის მართვას ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში. ეკიპაჟი 3 კაცისგან შედგება, შესაძლებელია 7 დესანტის გადაყვანა. მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარეა 70 კმ/სთ. მისი სალონია გათვალისწინებულია დაჭრილების ევაკუაციისათვისაც და საერთო ჯამში ”ლაზიკა” არის მძიმეჯავშნიანი, საკმაოდ მობილური და ძლიერი შემტევი იარაღი.

 

 

.