მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოები თებერვალში მიღებულ განცხადებებს იხილავენ. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, განხილვის დასრულების შემდეგ ზეპირი მოსმენა გაიმართება.

ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაოების პრინციპის თანახმად, მსჯავრდებულთა განცხადებებზე საბჭოები ყოველი თვის ბოლოს მსჯელობენ, ამის შემდეგ კი ზეპირი მოსმენა იმართება. საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს. მაგრამ აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ აბსოლიტურ უმრავლეს შემთხვევაში, პირობით ვადამდე (ე.წ. ,,უდო”-თი) განთავისუფლებულ მსჯავრდებულების მიერ დარჩენილი, მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 3 თვეს...

 

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვის მიზნით, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ანტინარკოტიკულ ცენტრს შორის, გუშინ - 29 თებერვალს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი მაკასარაშვილმა და ანტინარკოტიკული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ბარამიძემ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ნარკოტიკის მომხმარებელ, აგრეთვე სხავადასხვა საჭიროებების მქონე პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებში ჩართვას. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ; რისკ-ფაქტორებისა და საჭიროებების მიხედვით გამოვლენილ პრობაციონერებს და მათი ოჯახის წევრებს, ანტინარკოტიკული ცენტრის ბაზაზე; ფსიქოლოგიური დახმარება გაეწევათ.

საქართველოს სასჯელთ აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ადგილობრივ საბჭოებთან კომუნიკაციის გაადვილების მიზნით, გთავაზობთ:  სტანდარტული ნიმუშის ფორმებსა და განმარტებით ინფორმაციებს...

გარდა ამისა, სასჯელთ აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს კიდევ ერთი ნოვატორული და მნიშვნელოვანი პროექტი არის ხანგრძლივი და ვიდეო - პაემნების პროექტი. ამგავრი ვიდეო - პაემანით პატიმართან კომუნიკაცია, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. იხ. დაწვრილებით...

 

.