მარიხუანას ლეგალიზაცია შესაძლოა უახლოეს მომავალში მოხდეს და შესაძლოა დღევანდელი მახინჯი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის არსებობის ვითარებაში მისი დეკრიმინალიზაციას ერთადერთი გამოსავალიც კი იყოს, მაგრამ საბოლოოდ ეს ქვეყანას შეიძლება ძალიან ძვირად

დაუჯდეს.

 

ბოლო დღეებში საქართველოში აქტუალური თემა გახდა მარიხუანას ლეგალიზაციის თემა, გუშინ საღამოს ეთერი საკმაოდ აქტიურად დაუთმო ამ თემას რამდენიმე ტელეკომპანიამაც ასევე ბევრს წერენ სოციალურ ქსელებშიც, მაგრამ არავინ ფიქრობს ერთი შეხედვით საჭირო გადაწყვეტილების ნეგატიურ მხარეებზე.

მარიხუანას ლეგალიზაციას მხარს უჭერს ძირითადად ახალგაზრდობა, რომელიც ამას დღეს პოპულარულ თემად აღიქვამს, მაგრამ ჩვენ ეს მაინც მიზან მიმართულ აქციად მიგვაჩნია, რადგანაც ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ თითქოს ”თუ ჩემს თავს ვავნებ, სხვისი რა საქმეა”-ო და ვერც იმას, რომ ”ბევრ ქვეყანაში მარიხუანა ხომ ლეგალიზებულია”-ო. ეს აქცია ვფიქრობთ არის იმის შედეგი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის წინაშე რამდენიმე წლის წინ იკისრა და რისთვისაც ძალიან დიდი ოდენობის გრანტებია საქართველოში მოზიდული. სხვა შემთხვევაში განა ვინმეს წარმოუდგენია, რომ წამყავანი ტელეკომპანიის ეთერში გამოდიოდნენ ცნობილი ადამიანები და ღიად, ყოველგვარი მორიდების გარეშე ამბობდნენ რასაც მინდა და სადაც მინდა ოქ მოვწევო? და ეს ხდებოდეს დღევანდელ საქართველოში სადაც პოლიციის შიში საზოგაოდეობაში თითქმის ზენიტშია და კანონით მარიხუანას მოხმარება ჯერ კიდევ არ არის დეკრიმინირებული? რა თქმა უნდა არა!..

დღეს ჩვენ მიგვაძნია, რომ შექმნილ ვითარებაში სწორი გამოსავალია მარიხუანას მოხმარების დეკრიმინილიზაცია, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია მისი სრული ლეგალიზაცია. მაშ რასთან გვაქვს საქმე?

დღეისათვის დანაშაულად გამოცხადებულ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციით, უდავოდ აღდგება სოციალური სამართლიანობა. კერძოდ, დღეისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების (მ.შ.: მარიხუანას) განმეორებით მოხმარება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, ხოლო, იმავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ აღნიშნული ადამიანი ინახავს მარიხუანას გარკვეული ოდენობას, იგი შესაძლოა დაისაჯოს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ეს ხდება მაშინ, როდესაც იმავე კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად აღელვების ნიადაგზე განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე. სწორედ ამაში მდგომარეობს პრობლემა და არა იმაში, რომ ლეგალიზებულ უნდა იყოს თუ არა მარიხუანას მოხმარება... სწორედ ის არის პრობლემა, რომ მოტივის მიუხედავად, ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღლა, ჩვენი სახელმწიფო აყენებს დღემდე ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას.

ბუნებრივია დაგვებადება კითხვა, მაშ რა შეიძლება იყოს გამოსავალი? მე გიპასუხებთ, რომ გამოსავალი იქნება ის, რომ არ მივბაძოთ არც ევროპას, არც ამერიკას, არც აზიურ ქვეყნებს და საქართველოში ხელს ნუ შევუწყობთ ამ ახალი ”ეპიდემიის” გავრცელებას, მაგრამ ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ვინმეს მართლაც საკუთარი თავი გაუმეტებია საამისოდ, არც ეგ უნდა დავსაჯოთ კანონის მთელი სისასტიკით და უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დანაშაულის პრევინციისათვის ერთ-ერთი უმთავრესია დანაშაულის რესოციალიზაცია, მაგრამ რა თქმა უნდა - გარკვეული რეგულირების ფარგლებში. თუ შევადარებთ ნაკრომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ლამის საპრეზიდენტო კონტროლის დონემდე აყვანილ კამპანიას და იდეას ასეთი ქმედების დეკრიმინალიზაციის შესახებ, რა თქმა უნდა ჯობია დეკრიმინალიზაცია, მაგრამ დაუშვებელია მარიხუანას მომხმარებელთა რეოდენობის ზრდისათვის ხელის ხელოვნურად შეწყობა და იგი აუცილებლად უნდა რეგულირდებოდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობით იმგვარად, რომ მართლაც რომ ავადმყოფ ”მომხმარებლებს” გარდა სხვას არ გაუჩნდეს სურვილი დაეუფლოს თუნდაც ამ ე.წ. ”ლეგალიზებულ”, მაგრამ უდავოდ მავნებელ ბალახს...

არ არის მისასალმებელი, რომ საქართველო საუბრობს მარიხუანას ლეგალიზაციაზე, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის უფრო მსუბუქი მავნებლობის მქონე ნიკოტინს და უფრო მეტიც ა.შ.შ.-ში დღეს კოკა-კოლასა და პეპსი-კოლას უწესებენ სანქციებს მავნებლობის გამო. ჩვენი ქვეყანა მუდმივად საცდელ ლაბორატორიას ხომ არ უნდა ემსგავსებოდეს?!..

ამერიკელი მეცნიერების მიერ დადგინდა, თუ ადამიანმა მოსწია მარიხუანა. მეორე დღეს, მისი აღქმის უნარი სამჯერ კლებულობს. მთელ სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიაში, იმიტომ არის ცხოვრების დაბალი დონე, რომ უმრავლესობა კანაფს ეწევა. ეს ნარკოტიკი, იოლად იწვევს განცხრომის გრძნობას, კარგად ყოფნის განცდას. რაც აბრკოლებს, მისწრაფებას რაღაცისკენ. მარიხუანას ლეგალიზებას იმიტომ მოითხოვენ, რომ მიაჩნიათ, ეს არ არის ისეთი ნარკოტიკი, რომელიც სერიოზულ ზიანს იწვევს. არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც სამკურნალოდ მისულ პაციენთა შორის, ვინც ჰეროინის გამო მივიდა სამკურნალოდ, 25% არის ის,  ვინც დაიწყო მარიხუანათი და გადავიდა შემდეგ უკვე სხვა ძლიერ ნარკოტიკზე. მარიხუანას ასვე ეძახიან “ნარკომანიის კარიბჭეს”. ამ განმარტებების პარალელურად, “პრესა-ჯი”-სათვის 28 თებერვალს მიცემული ინტერვიუს თანახმად, გასათვალისწინებელია ქართველი მეცნიერების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და თუ პროფესორ - ნარკოლოგს, ბ-ნ გელა ლეჟავა საკითხისადმი დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, ვინც კანაფის სრულ ლეგალიზაციას ხელს შეუწყობს - ”ეს ადამიანები არიან საქართველოს მტრები. ქართველი ერის მტრები. მივიღებთ თაობას რომელსაც არ აინტერესებს საქმე, რომელიც არის ავადმყოფი და რომლის უმეტესობაც გადავა მძიმე ნარკოტიკზე. განადგურებულ და გაუბედურებლ თაობას მივიღებთ, ეს გვინდა?”...

 

.