კოკა-კოლასა და პეპსის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სასმელის რეცეპტების შეცვლას აიძულებენ... ამის მიზეზი ცნობილი ბრენდის სასმისში კარცეროგენების შემცველობის დადასტურება გახდა.

გაზიანი სასმელების ინგრედიენტებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც კიბოს იწვევს. კარცეროგენი იმ კარამელის შემადგენლობაშია, რომელიც გაზიან სასმელს ფერს აძლევს.

როგორც მოგეხსენებათ, კოკა-კოლასა და პეპსის მთავარი ოფისები განთავსებულია ა.შ.შ.-ში და კალიფორნიის შტატის ხელისუფლებამ ორივე ბრენდს რეცეპტების შეცვლის განკარგულება მისცა.

კომპანიებმა ახალი შემცველობის სასმისები, მიმდინარე წლის აპრილიდან უნდა აწარმოონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ეტიკეტებზე გაჩნდება სასმელის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ წარწერა და ეს დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც თამბაქოს კოლოფებზე ამჟამადაც არის.

კოკა-კოლას და პეპსი-კოლას ამერიკაში მე-19 საუკუნიდან აწარმოებენ და მას ის მნიშვნელოვანი ტრადიციაც ჩამოუყალიბდა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ამ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული ბრენდის მფლობელები სწორად გაათვითცნობიერებენ ხელისუფლების მოთხოვნის შეუსრულებლობით, საზოგადოების მოსალოდნელ დამოკიდებულებას და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებას ჩაანაცვლებენ ისეთი ინგრედიენტით, რომელიც ამ ორ გამაგრილებელ სასმისს დაუბრუნებს ჩვეულ პოპულარობას.

მსოფლიოში სტატისტიკურად, ადამიანები წამში 8 ათას ჭიქა სასმელს მოიხმარენ...

ვფიქრობთ, საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პოპულარულად გავრცელებული კოკა-კოლასა და პეპსის მწარმოებლები ამჟამად მაინც დაფიქრდებიან და სწორად გაანალიზებენ თუნდაც თავიანთი ბიზნესისათვის მოსალოდნელ რისკებს და გამაგრილებელ სასმელს გაანთავისუფლებენ ისეთი ნივთიერებებისაგან, რომლის მავნებლობაზეც უკვე დიდი ხანია საუბრობს ქართული საზოგადოება. თუმცა ურიგო არ იქნება აქვე მიუთითოთ იმაზეც, რომ სავარაუდოდ ქართული წარმოების კოკა-კოლას და პეპსის ხარისხი, ვერ აღემატება მისივე ამერიკული ანალოგის ხარისხის 50%-ს. როგორც ჩანს ა.შ.შ.-სგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებასთან წარმატებული პარტნიორობა, აღნიშნულ კომპანიებს ხელს უწყობს თუნდაც პოტენციურად კიბოს დაავადების მატარებელი გაზიანი სასმელების ფართოდ გავრცელებაში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღოს რაიმე სახის სანქცია ამ ინგრედიენტებთან დაკავშირებით, თუ რა თქმა უნდა შესაბამისმა ქართულმა კომპანიებმა არ გამოიჩინეს კეთილი ნება.

სასმელი „კოკა კოლა“ შეიქმნა ქალაქ ატლანტაში ("ჯორჯია”-ს შტატი, ა.შ.შ.) 1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა “Coca-Cola”, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია.

კოკა-კოლას უმთავრესი ინგრედიენტი იყო კოკაინის ხის ფოთლების სამი ნაწილი მცენარე კოლას თხილის ერთ ნაწილზე.

თავიდან კოკა-კოლას ყოველ დღე ყიდულობდა საშუალოდ სულ 9 ადამიანი. პირველი წლის ზარალი სულ 20 დოლარი აღმოჩნდა. თანდათან კოკა-კოლა პოპულალური გახდა. 1888 პემბერტონმა ბრენდი გაყიდა და 1892 აცა გიგ ქენდლერმა დააარსა კომპანია «კოკა-კოლა».

რაც შეეხება  პეპსის (იგივე პეპსი-კოლას ინგლ. Pepsi-Cola)— პოპულარული უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელია,  რომელიც მთელს მსოფლიოში ათეულობით წლების მანძილე იყიდება და იგი კოკა-კოლას პირველ - მეორე ადგილს ეცილება. „პეპსი-კოლას“ სავაჭრო ნიშნის უფლებები ამერიკულ კომპანია ”PepsiCo”-ს ეკუთვნის.

 

შენიშვნა: ძირითადი ინფორმაცია მოპოვებულია ტელეკომპანია რ-2 -ის საინფორმაციო გამოშვებაზე დაყრდნობით: 10.03.2012წ. 12:14:30-12:15:18.
კოკა-კოლას წარმომავლობის ისტორია მოპოვებულია ვიკიპედიადან (http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%99%
E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90)
პეპსი-კოლას წარმომავლობის ისტორია მოპოვებულია ვიკიპედიადან (http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%A1%E1%83%98)

 

.