"Amnesty International"-ის ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც კონტროლის პალატის მიერ  ოპოზიციური აქტივისტების და მხარდამჭერების დაბარება - დაკითხვაზეა საუბარი. "ასეთი ქმედება სახელმწიფო ორგანოს მხრიდან, დაშინების ეფექტს და

თავისუფალი გამოხატვისა და შეკრების უფლებათა დარღვევის რისკს ქმნის.

"Amnesty International"-ი შეშფოთებულია იმის გამო, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, ოპოზიციური პარტიების წევრების და მხარდამჭერების ფართომასშტაბიან დაკითხვას თან ახლდა ინფორმაციები სამართლებრივი გარანტიების დარღვევის და ოპოზიციის მხარდამჭერთა დაშინების თაობაზე“, – აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი თავის განცხადებაში. 
საინფორმაციო სააგენტო GeoNews.ge-ს ცნობით: "ოპოზიციის მხარდამჭერების და სხვა არაპარტიული პირების დაკითხვას თან ახლდა უამრავი ინფორმაცია ადვოკატის ყოლაზე უარის თქმის შესახებ.  ის ფორმა, რომლითაც ბევრი შემოწმება განხორციელდა, დასმული კითხვების შინაარსი და იმ პირთა აბსოლუტური რაოდენობა, რომლებიც დასაკითხად დაიბარეს, გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ, რომ ეს ოპერაცია პოლიტიკურად მოტივირებულია და ოპოზიციური პარტიების ამჟამინდელი და პოტენციური მხარდამჭერების დაშინებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა "Amnesty International"–მა.

P.S.: ჩვენ მკითხველისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დამატებით განვმართავთ, რომ ამ ინფორმაციის გამოქვეყნება მიზნად არ ისახავს იმის მტკიცებას, რომ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ბოლო დღეებში თუ კვირის მანძილზე დასაკითხ პირთა შორის არავინ არ იყოს სინამდვილეში გამოსაკითხი, ან ყველა მათგანის დაკითხვა ჩატარდა დაცვის უფლების უგულველყოფით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც რაგისტრირებული იურიდიული პირის საბანკო ა/ანგარიშზე თანხის ჩარიცხავას შემოწირულობის სახით, არ არეგულირებს სპეციალური კანონი, ნებისმიერი შემოწირულობა უნდა ითვლებოდეს კანონიერად. ხოლო, თუ ქვეყანაში ყალიბდება ისეთი პრაქტიკა, რომელიც საჭიროებს რეგულაციას, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს რეგულირებული ახალი სპეციალური კანონით და ამის უზრუნველყოფამდე, რა თქმა უნდა უკანონოდ ჩაითვლება განსახილველის მსგავსი ნებისმიერი ქმედება, მიუხედავად იმისა, მას კონტროლის პალატა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს თუ არა...

და ბოლოს, თუ ყოველივე აღნიშნულს საქართველოს კონტროლის პალატა ახორციელებს სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ იგი ამ სამართალურთიერთობაში წარმოადგენს სახელმწიფოს და შესაბამისად, ვალდებულია უფრო მეტი ინფორმაცია გახადოს საჯარო და უტყუარად ამტკიცოს, რამდენად იქნა ხელყოფილი სახელმწიფოს კანონიერი (და არა სახელმწიფოს მართველი პოლიტიკური ჯგუფის) საჯარო ინტერესები, რომელი კანონის, ან რა სახის რეგულაციის პირობებში ხორციელდება ადამიანების იძულებითი გამოკითხვა და უფრო მეტიც, რა სახის პრევინციული ზომები იქნა სახელმწიფოს მიერ მიღებული თუნდას 14 მარტის გახმაურებული დაკითხვების შემდეგ?...  ვფიქრობთ, რომ ნებადართულია ის, რაც არა არის აკრძალული...

 

შენიშვნა: ძირითადი ინფორმაცია მიღებულია http://geonews.ge/category/12/law/news/167090/Amnesty-%20International.html-დან.