ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ამიერიდან საქართველოში მყოფი ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებიც ე.წ. სახელმწიფო საზღვარს გადაკვეთენ, როგორც საზღვრის დამრღვევები, დაპატიმრებული იქნებიან. ოსი სეპარატისტების მიერ ევროკავშირის

დამკვირვებლების დაპატიმრების მუქარის შესახებ, ინფორმაცია გავრცელდა www.presa.ge-ს მეშვეობით.

ოსური მედიის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ 2012 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ოთხი შემთხვევა, როდესაც საქართველოში მყოფ ევროკავშირის დამკვირვებლებს ჰქონდათ მცდელობა სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებთან შესულიყვნენ კონტაქტში. ყველა ამ მცდელობის შესახებ ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურს მიეწოდებოდა.

ამასთან დაკავშირებით, ოსი სეპარატისტები ყველას შეახსენებენ, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს მედვედევსა და სარკოზის შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, მათი საქმიანობა ხორციელდება "მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ზონებში".

მათი კონტაქტის მცდელობებს კი ჩვენ მდგომარეობის დაძაბვის მცდელობებად ვაფასებთ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ამიერიდან გამიზნულად საზღვრის დარღვევის შემთხვევაში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დაკავებულ იქნებიან და სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის შესაბამისად როგორც დამრღვევები აგებენ პასუხს", _ იუწყება ოსური მხარე.

 

http://www.presa.ge/new/?m=news2&NID=11769

 

 

.