ფრთხილად, ტრეფიქინგი ჯერ კიდევ სახიფათოა!.. იგი მსოფლიოში ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება... მართალია საქართველოს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, 2007 წლის სტატისტიკასთან შედარებით, 2011- წელს ტრეფიქინგის ფაქტები 91%-ით შემცირდა, მაგრამ ეს ჯერ

კიდევ არ არის საკმარისი. ტრეფიქინგის საშიშროება ჯერ-კიდევ აქტუალურია საზღვარგარეთ დასაქმების მსურველებისათვის.

შ.ს.ს.-ს ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, ერთკვირიანი ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების შედეგად, კონსტიტუციური უსაფრთხოებისდეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუშინ დააკავეს: თურქეთის მოქალაქე მუზექა შენქული და საქართველოს მოქალაქეები სოფიო ყოლბაია და თეა დოლიძე. აღნიშნული პირები მოტყუებით, ცდილობდნენ ქართველი ახალგაზრდა გოგონების თურქეთის რესპუბლიკაში ჩაყვანას და თვეში 2500 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით ანაზღაურებად სასტუმროსა და რესტორანში მიმტანად დასაქმების ნაცვლად, გეგმავდნენ მათ პროსტიტუციაში ჩაბმას.

აღსანიშნავია, რომ გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქისა, საუკუნის დანაშაულებრივი სქემის უშუალო მონაწილე და ქართველი ახალგაზრდა გოგონებით ვაჭრობის ხელშემწყობნი იყო საქართველოს 2 მოქალაქეც.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,1431 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით, აგრეთვე ქმედება ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანის მცდელობით, ითვალისწინებს 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქართული საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, დაკავებულები გეგმავდნენ ქართველი გოგონებისათვის პასპორტების ჩამორთმევას თურქეთის საზღვრის გადაკვეთისთანავე და როგორც ფარული (ოპერატიული) ვიდეო ჩანაწერიდანაც ჩანს, დაგეგმილი იყო გოგონების იძულებით პროსტიტუციაში ჩაბმა.

შ.პ.ს. "PAEL Georgia"-ს იურიდიული სამსახური გაფრთხილებთ, ნუ ანდობთ პირად პასპორტს უცხო ადამიანებს და მითუმეტეს ნუ დათანხმდებით უცხოეთში გამგზავრებაზე უცხო პირებს, ინფორმაციის წყაროს გადამოწმების გარეშე.

 

 

.