მე-4 ეროვნული პროდუქტი ქართულ შეიარაღებულ ძალებში!..
მ/წ-ს 10 აპრილს პრეზიდენტმა საზოგადოებას, საქართველოში წარმოებული უპილოტო საჰაერო სისტემა გააცნო. ქართული წარმოების საარტილერიო მანქანების შემდეგ, ქართული შეიარაღებული

ძალები, ახალი უპილოტო საჰაერო სისტემით აღიჭურვება.

დაჯავშნული საარტილერიო მანქანა შეიარაღებულია 40 ერთეული ჭურვის მსროლელი, ე.წ. ,,გრადი”-ს ტიპის დანადგარით, რომელიც გამოიყენება საბრძოლო მისიებში, შორი და შედარებით ახლო მანძილიდან საარტილერიო გამანა-დგურებელი ცეცხლის წარმოების დროს.

ამჟამად წარმოებული უპილოტო თვითმფრინავი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, შედგება საჰაერო აპარატისა და სახმელეთო სეგმენტებისაგან. ფრენის მართვა ხორციელდება  პროგრამული უზრუნველყოფით. საჰაერო აპარატი აღჭურვილია შიგაწვის ძრავით. აფრენა ხორციელდება პნევმატური კატაპულტის მეშვეობით. უპილოტო საფრენი აპარატი წარმოადგენს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ  სისტემას. ის გამოიყენება რთული (საბრძოლო) მისიების წარმოების დროს, ასევე შემდეგი მიზნებისთვის: სასაზღვრო პატრულირება, დაზვერვა / თვალთვალი, საჰაერო ფოტოგადაღება, დაზვერვა გეოფიზიკური მეთოდებით,  სტიქიური უბედურებების მონიტორინგი სანაპირო დაცვის უზრუნველყოფა, რადიაციის შემოწმება / კონტროლი,  დღის / ღამის დაზვერვა, ბრძოლის ველის მეთვალყურეობა, მიზნის დადგენა რადიო და რადიოტექნიკური დაზვერვა, ბრძოლის ველზე ზარალისა და მსხვერპლის შეფასება. ტექნიკური მახასიათებლები:  ფრენის ხანგრძლივობა 8 საათი ფრენის სიმაღლე – 100-3000 მეტრი, სიჩქარე – 60-160 კმ/სთ, სასარგებლო ტვირთი - ორკამერიანი ვიდეოპლატფორმა, ფოტოკამერა, თერმული კამერა და ინფრაწითელი კამერა. უპილოტო საჰაერო სისტემის გამოყენების დროს საფრენი აპარატის მიწაზე დაშვებისას იხსნება პარაშუტი და ამავე დროს იბერება უსაფრთხოების ბალიში ზედმეტი დაზიანების შემსუბუქების მიზნით. საფრენი აპარატის დაფრენისას პარაშუტი მაშინვე ავტომატურად იხსნება. სისტემა გამოიყენება ნებისმიერ კლიმატურ პირობებში და ასევე ტემპერატურის მნიშვნელოვანი გრადაციის შემთხვევაშიც.

დღეის მდგომარეობით ქართულ არმია, სამხედრო საპატრულო, სადაზვერვო, მსუბუქად შეჯავშნული ”დიდგორი”-სა და მუხლუხებიანი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა - ”ლაზიკა”-ს ჩათვლით, ეროვნული წარმოების 4 სხვადასხვა ტიპის სამხედრო დანიშნულების ტექნიკით არის შეიარაღებული და ვფიქრობთ, რომ ყველა მათგანი ღირსეულად დაადასტურებს თავის მისიას საქართველოს სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარების გზაზე. ვიმედოვნებთ, რომ სამხედრო ინდუსტრიის განვითარება საქართველოში, საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ მოწოდებული სამხედრო ტექნიკასთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

ასევე, გთავაზობთ იმ 28 ჯავშანტრანსპორტიორის ფოტოს, რომლებიც დღეს 11 აპრილს ა.შ.შ.-მ გადმოცა საქართველოს: 1, 2, 3, 4.

 

.