კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ფულის, ფასიანი

ქაღალდებისა და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ.

სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული ცვლილებების შედეგად, ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ წერტილი დაესვა იმის მცდელობას, რომ არაკეთილსინდისიერმა მყიდველებმა, ან არაკეთილსინდისიერმა გამყიდველებმა, განზრახ შენიღბონ საკუთარი განზრახვა და დაეუფლონ ქონებას კანონის გვერდის ავლით. მაგრამ, ვფიქრობთ, რომ კანონმდებლობის ამგვარი რედაქცია, უდავოდ ხელყოფს და აშკარად მატერიალურ ზიანს აყენებს იმ პირთა კანონიერ ინტერესებს, რომლებმაც მართლაც არ იცოდნენ ქონების წარმომავლობა და მართლაც არიან კეთილსინდისიერი მყიდველები. აღსანიშნავია, რომ ქონების წარმომავლობის დასადგენად, ხშირად აბსოლიტურად საკმარისი არ არის საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის გადამოწმება და არავინ არ არის იმისაგან დაზღვეული, რომ შესაძლოა საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაცია იყოს ყალბი და აღნიშნული გაირკვეს, ქონების მართლაც რომ კეთილსინდისიერი მყიდველის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ.

ასეთ შემთხვევაში, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება გამყიდველს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არაკეთილსინდისიერი გამყიდველები მოქმედებენ წინასწარ განზრახული უკანონო გეგმით და ისინი სრულად ათვითცნობიერებენ მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, შესაძლოა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდეს კეთილსინდისიერი მყიდველისათვის ზიანის ფაქტობრივი ანაზღაურება.

ამგვარი არასასურველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ ძვირადღირებული ქონების შეძენის შემთხვევაში ისარგებლოთ კვალიფიციური ადვოკატის დახმარებით, რაც გამორიცხავს მოულოდნელი შედეგების დადგომას და უდავოდ აგაცილებთ შესაძლო მატერიალურ ზიანს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, აღნიშნული ცვლილებები შევიდა 2011 წლის 28 დეკემბერს და ძალაშია 2012 წლის 01 იანვრიდან (187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ახალი რედაქცია იხ. თანდართული ბმულის ტექსტის ბოლოს).

 

.