სამოქალაქო საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, 2012 წლის 01 აპრილიდან შეიცვალა! საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, განისაზღვრება სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების

წესი, რომელიც ფორმულირებულია შემდეგი რედაქციით:

,, 1. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

2. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ”.


ამ მუხლის ამოქმედება დაკავშირებულია შემდეგ ქრონიკასთან:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, 2010 წლის 15 დეკემბრის საქართველოს კანონის (№4037-რს) მე-15 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა 2591 მუხლი, რომელმაც სასამართლო გადაწყვეტილებების ტრადიციულად გასაჩივრების წესი, ახლებურად დაარეგულირა და ეს წესი უცვლელად მოქმედებს დღეის მდგომარეობითაც.

განსხვავება ის არის, რომ იმავე (15.12.2010წ-ს) კანონის (ამოქმედდა 2011 წლის 01 იანვრიდან) მე-20 პუნქტით, საპროცესო კოდექსს ასევე დაემატა 4331 მუხლი, რომელმაც განსაზღვრა, რომ 2591 მუხლით რეგულირებული წესი გამოიყენება მხოლოდ “თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიმართ“-ო.

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, 2011 წლის 11 ნოემბრის, საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან ამოღებულ იქნა 4331 მუხლი, რომელიც იმავე ცვლილებების შესახებ (11.11.2011წ-ს №5265) კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად, ამოქმედდა 2012 წლის 01 აპრილიდან.


საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, პირველი მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა, შემდეგი რედაქციით:

’’1. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება აღდგენა)არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.’’

 

 

.