უპრეცედენტო შეთავაზება საადვოკატო მომსახურებით დაინტერესებულ პირებს...
შ.პ.ს. ,,PAEL Georgia” გთავაზობთ საადვოკატო მომსახურებას წლიური სააბონენტო გადასახადის ფარგლებში 100 ლარად. აღნიშნული მომსახურება განხორციელდება მხოლოდ მომავალი რისკების დაზღვევის პრინციპის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს შემდეგს:

1.) 2012 წლის 02 მაისიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, დაინტერესებული ფიზიკური პირის მიერ 100 ლარის გადახდის შემთხვევაში, გადახდის დღიდან 30 დღის შემდეგ, 2012 წლის 31 დეკემბრამდე საჭიროებისამებრ განხორციელდება საადვოკატო (იურიდიული) მომსახურება მხოლოდ სიმბოლურ ფასად, ანუ საადვოკატო ორდერის ფასი, ნაცვლად www.myadvocate.ge-ზე გამოქვეყნებული 200, 500 და / ან 800 ლარიანი ფასებისა, განისაზღვრება 10 (ათი) ლარით;

2.) ამ საჯარო შეპირებით განსაზღვრული  (ტექსტში შემდგომ - ,,დეკლარირებული”) სტანდარტული მომსახურების ფარგლებში, მომსახურების დაკვეთის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ (ფიზიკურ და იურიდიულ) პირს, მხოლოდ იმ გამონაკლისის გათვალისწინებით, რომ იურიდიული პირებისათვის ,,დეკლარირებული” 100 ლარიანი გადასახადის ნაცვლად, 2012 წლის სააბონენტო გადასახადი განისაზღვრება 200 (ორასი) ლარით. აგრეთვე შესაძლებელია მომსახურების გაწევა ,,პრემიუმ” პაკეტის ფარგლებში, რაც გულისხმობს იგივე მომსახურებისათვის 700 ლარიანი სააბონენტო გადასახადის გადახდას.

3.) ,,დეკლარირებული” მომსახურება არ გავრცელდება საქმეებზე:
3.1.)  რომლის შესახებაც შესაძლო პროცესის წარმოების შესახებ, ინფორმირებული იყო ,,ბენეფიციარი”, შესაბამისი ,,დეკლარირებული” მომსახურების გადასახადის გადახდამდე და / ან ასეთი გადახდის დღიდან 30 დღის ვადაში; 
3.2.) ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, თუ დასაცავი პირისათვის (,,ბენეფიციარი”-სათვის”) ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება განხორციელებულია, შესაბამისი ,,დეკლარირებული” მომსახურების გადასახადის გადახდამდე და / ან ასეთი გადახდის დღიდან 30 დღის ვადაში;

4.) ,,დეკლარირებული” მომსახურება დაკვეთილად ჩაითვლება სააბონენტო მომსახურების ფარგლებში ,,დეკლარირებული” იურიდიული მომსახურების შესახებ, სათანადო ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან, ან ფიზიკური პირის მიერ შ.პ.ს. ,,PAEL Georgia”-ს საბანკო ა/ანგარიშზე (შესაბამისი) თანხის ჩარიცხვის მომენტიდან, თუ შესაბამისი გადახდის დანიშნულებაში მითითებული არის:
4.1.) ,,ბენეფიციარი”-ს სახელი, გვარი და პირადი №;
4.2.) გადახდის იდენტიფიკატორი: № 12-15/1 (,,სტანდარტული პაკეტი”-ს შემთხვევაში);
4.3.) გადახდის იდენტიფიკატორი: № 12-15/2 (,,პრემიუმ პაკეტი”-ს შემთხვევაში).
შ.პ.ს. ,,PAEL Georgia”-ს რეკვიზიტები არის: საიდენტიფიკაციო კოდი: 401962710, მიმღები ბანკი: ს.ს. ,,ბაზისბანკი”, IBAN: GE34 BS00 0000 0046 1364 37.

5.) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ,,დეკლარირებული” მომსახურება გაიწევა მხარეთა მიერ ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე, რაც გულისხმობს მხარეთა თანხმობის არსებობას ხელშეკრულების იმ ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, რაც გამოქვეყნებულია www.myadvocate.ge -ზე (სტანდარტული პირობები); ,,დეკლარირებული” მომსახურების გაწევა იურიდიული პირებისათვის დასაშვებია, ამ დებულებით გამოქვეყნებული პრინციპების გათვალისწინებით, მხოლოდ ინდივიდუალურად ხელმოწერილი სპეციალური ხელშეკრულებით, ,,დეკლარირებული” იურიდიული მომსახურების შესახებ;

6.) შ.პ.ს. ,,PAEL Georgia” იტოვებს უფლებას, ინდივიდუალური საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, დაცვის ნებისმიერ ეტაპზე, დამოუკიდებლად, ბენეფიციარის (ან სხვა დამკვეთის) დამატებითი თანხმობის გარეშე:
6.1.) განსაზღვროს ბენეფიციარის დაცვის უშუალოდ შემსრულებელი პირის (ადვოკატის / იურისტის) ვინაობა და აწარმოოს მასთან ფინანსური ურთიერთობა;
6.2.) მიიღოს გადაწყვეტილება, მომსახურების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის განსაჯაროებასთან დაკავშირებით, თუ ასეთი ქმედება პირდაპირ ზიანს არ აყენებს ბენეფიციარს;

7.),,დეკლარირებული” მომსახურება, შ.პ.ს. ,,PAEL Georgia”-საგან დამოუკიდებელი მიზეზით, ვადამდე შეწყვეტილად ჩაითვლება, თუ:
7.1.) ბენეფიციარმა პროცესის მწარმოებელი ორგანოს (პირის) წინაშე განაცხადა, შ.პ.ს. ,,PAEL Georgia”-ს მიერ გამოყოფილი ადვოკატის აცილება;
7.2.) ბენეფიციარმა და / ან სხვა დამკვეთმა:
ა.) წერილობით მოითხოვა ,,დეკლარირებული” მომსახურების შეწყვეტა;
ბ.) განახორციელა ისეთი ქმედება, რომელიც ლახავს შ.პ.ს. ,,PAEL Georgia”-ს და / ან მასში დასაქმებული პირის იმიჯს, ან საქმიან რეპუტაციას;
7.3.) მომსახურების გაწევის პროცესში აღმოჩნდა, რომ მიმდინარე მომსახურება არ არის გათვალისწინებული ,,დეკლარირებული” შეთავაზების სტანდარტით;

8.) კორპორატიული კლიენტებისათვის, ინდივიდუალური ხელშეკრულების ფარგლებში, შესაძლებელია მომსახურების პირობების, გადახდის წესისა და გადასახადის ოდენობის შესახებ, ამ დებულებებისაგან განსხვავებული პირობებით მომსახურების გაწევა. კორპორატიულ კლიენტად ჩაითვლება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება ერთდროულად 9-ზე მეტ ფიზიკურ პირთან;

9.) ,,დეკლარირებული” მომსახურების მიღების მიზნით, შ.პ.ს. ,,PAEL Georgia”-ს და / ან მისი წარმომადგენლისადმი, ,,ბენეფიციარი”-ს მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ,,დეკლარირებული” მომსახურების ფარგლებში ამ სახელშეკრულებო შეთანხმების გაუქმების მიუხედავად, ,,ბენეფიციარს” შ.პ.ს. ,,PAEL Georgia”-ს სასარგებლოდ ეკისრება ჯარიმა 1,800 (ათასრვაასი) ლარის ოდენობით;

10.) ზემოთ აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, ,,დეკლარირებული” მომსახურება გულისხმობს იურიდიული (საადვოკატო) მომსახურებას, შემდეგი უფასო ლიმიტის გათვალისწინებით:

 

N

 

მომსახურების დასახელება

ლიმიტი, სტანდარტაული
პაკეტის ფარგლებში

ლიმიტი, პრემიუმ
პაკეტის ფარგლებში

ა. წარმომადგენლობა სასამართლოში პირველი დაკვეთის ფარგლებში ულიმიტო ულიმიტო
ბ. წარმომადგენლობა სასამართლოში მე-2 დაკვეთის ფარგლებში 60 %-იანი ფასდაკლებით ულიმიტო
გ. წარმომადგენლობა სასამართლოში მე-3 და შემდეგი დაკვეთის ფარგლებში 30 %-იანი ფასდაკლებით ულიმიტო
დ. წარმომადგენლობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობაში, პირველი დაკვეთის ფარგლებში ულიმიტო ულიმიტო
ე. წარმომადგენლობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობაში, მე-2 დაკვეთის ფარგლებში 60 %-იანი ფასდაკლებით ულიმიტო
ვ. წარმომადგენლობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობაში, მე-3 და შემდეგი დაკვეთის ფარგლებში 30 %-იანი ფასდაკლებით ულიმიტო
ზ. მიმდინარე სამეურნეო საქმისწარმოება (ხელშეკრულებების, ბრძანებების, ოფიციალური კორესპოდენციების და ა.შ. პროექტების მომზადება) ულიმიტო ულიმიტო
თ. პირველი საადვოკატო დაცვა სისხლის სამართლის პროცესში, 1 საქმის მწარმოებელ გამოძიების ორგანოში და / ან სასამართლოში ულიმიტო ულიმიტო
ი. მე-2 საადვოკატო დაცვა სისხლის სამართლის პროცესში, 1 საქმის მწარმოებელ გამოძიების ორგანოში და / ან სასამართლოში 60 %-იანი ფასდაკლებით ულიმიტო
კ. მე-3 და შემდეგი საადვოკატო დაცვა სისხლის სამართლის პროცესში, 1 საქმის მწარმოებელ გამოძიების ორგანოში და / ან სასამართლოში 30 %-იანი ფასდაკლებით ულიმიტო

11.) თუ ,,დეკლარირებული” მომსახურების პირობები, ან მისი რომელიმე დებულება ეწინააღმდეგება სტანდარტულ ხელშეკრულების რომელიმე მუხლს / პუნქტს (რომელიც გამოქვეყნებულია www.myadvocate.ge-ზე) უპირატესი იურიდიული ძალა ენიჭება, მომსახურების ამ ,,დეკლარირებული” პირობების შესაბამის დებულებას.

 

.გიორგი