იურიდიული (საადვოკატო) და სხვა მომსახურება 0 %-იანი განვადებით!.. 1შ.პ.ს.,,PAEL Georgia", ს.ს.,,ბაზისბანკ"–თან შეთანხმებით, მომსახურების გადასახადის ერთდროულად გადახდის შესაძლებლობის არ მქონე პირებს, გთავაზობთ გადახდის ახალ, უფრო ხელსაყრელ

განვადების პრინციპს. ამ ტიპის სერვისის გამოყენების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს 18 წლის ასაკიდან, თუ დაინტერესებული პირ(ი)ს:

  • არის საქართველოს მოქალაქე;
  • აქვს სტაბილური შემოსავალი – თვეში არანაკლებ 400 ლარის ოდენობით;
  • შ.პ.ს.,,PAEL Georgia"–სთან გაფორმებული აქვს იურიდული, ან სხვა დეკლარირებული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მომსახურების გადასახადი შეადგენს 500 ლარზე მეტს;
  • არ უნდა იყოს რომელიმე ბანკის პრობლემური კლიენტი და არ უნდა ირიცხებოდეს მოვალეთა რეესტრში...

სტაბილურ შემოსავლად ითვლება, დაინტერესებული პირის ნებისმიერი თვიური შემოსავალი, მ.შ. ხელფასი, საიჯარო გადასახადი, ქირა, შემოსავალი მომსახურებიდან და ა.შ., რომელიც შეიძლება დადასტურებულ იქნეს ნებისმიერი ქართული კომერციული ბანკის მიერ გაცემული, ბოლო 6 თვის ამონაწერით საბანკო ა/ანგარიშიდან;

მომსახურების გადასახადის განვადების პრინციპით გადახდის შემთხვევაში, ს.ს. ,,ბაზისბანკი"–ს მიერ გაცემული თანხის სარგებლის გადახდის ვალდებულება, დამატებით არ ეკისრება მომსახურების მიმღებს და შესაბამისი სარგებელი გათვალისწინებულია შ.პ.ს. ,,PAEL Georgia"–ს ფასში.

მომსახურების ამ პრინციპით ანაზღაურების გამოყენების შესაძლებლობა აქვს ზემოთ მითითებულ მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, სარგებლობს შ.პ.ს.,,PAEL Georgia"–ს იურიდული, თუ სხვა სახის მომსახურებით (მ.შ.: აუდიტორული, პროექტირება / აზომვითი ნახაზების მომზადება, სწავლა და ა.შ.).

 

 

,