მაისში, სისხლის სამართლის კოდექსში 3–ჯერ შეიცვალა: დასჯადობა გაუქმდა მონოპოლიურ საქმიანობაზე, გამკაცრდა ამომრჩევლის მოსყიდვა, პროკურორს მიეცა ახალი უფლებები და დასჯადად გამოცხადდა ნაფიცი მსაჯულის მიერ სასამართლოს მოტყუება...

კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, მდგომარეობს შემდეგში:

08.05.2012 წ–ს ცვლილებებით, მ/წ–ს 25 მაისიდან (ანუ ამოქმედების დღიდან) გაუქმდა ს.ს.კ.–ის 195-ე მუხლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან დასჯად ქმედებად არ ითვლება მონოპოლიური საქმიანობა, (ანუ ქმედება) მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასის დაწესებით, აგრეთვე, კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის გაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტის ბაზრიდან გაძევების, ანდა ერთიანი საბაზრო ფასის დადგენის, ან შენარჩუნების გზით.

ამ ცვლილების საფუძველზე, პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება ს.ს. პასუხისგებაში მიცემული პირი, რომლის მიმართაც ჯერ არ არის დადგენილი განაჩენი. ხოლო, თუ განაჩენი უკვე დანიშნულია აღნიშნული ქმედებისათვის, იგი ექვემდებარება გადასინჯვას. აგრეთვე, ქმედების დეკრიმინალიზაცია არის შემდგომი რეაბილიტაციის (განთავისუფლების) საფუძველი.

 

08.05.2012 წ–ს მიღებული, მაგრამ 29 მაისს ამოქმედებული ცვლილებების თანახმად, გაფართოვდა დანაშაულისათვის იურიდიული პირის ს.ს. პასუხისმგებლობის წრე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1072 მუხლის ახალი რედაქციის თანახმად, სამეწარმეო თუ არასამეწარმეო ირიდიული პირი, შეიძლება დაისაჯოს ს.ს.კ–ით გათვალისწინებული ყველა დანაშაულისათვის, თუ იგი ახორციელებს ინკრიმინირებულად გამოცხადებულ ნებისმიერ ქმედებას (საქმიანობას). საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 29.05.2012 წ–მდე მოქმედი კანონით. იურიდიულ პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა იმავე 1072 მუხლით გათვალისწინებული მხოლოდ 38 სახის დანაშაულისათვის.


> იმავე 8 მაისს მიღებული და ასევე, 29 მაისიდან მოქმედი ცვლილების თანახმად, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით (პატიმრობით), ან ჯარიმით, ისჯება ამომრჩევლის მოსყიდვა და აქვე კანონმდებლის მიერ უფრო დაკონკრეტებულია ს.ს. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების პირობები და მათ შორის აღსანიშნავია, რომ დანაშაულად არ ჩაითვლება წლის განმავლობაში სადრესასწაულო ღონისძიებებზე 5.000 ლარის ღირებულების საჩუქრის გაცემა, ან მიღება პოლიტიკური სუბიექტის მიერ, აგრეთვე, დაპირება საბიუჯეტო თანხების მომავალი განაწილებისა და სამომავლო პოლიტიკური კურსის გატარების შესახებ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 100 ლარამდე საჩუქარი (მიუხედავად დროისა, ან საჩუქრის სახისა) დღეიდან არ ითვლება დანაშაულად.

 

> მ/წ–ს 29 მაისიდან აგრეთვე გაფართოვდა პროკურორის უფლებამოსილებებიც და მას (22.05.2012წ–ს მიღებული ცვლილებით) მიენიჭა უფლება მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით, მასთან გააფორმოს სამოქალაქო შეთანხმება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაწევის მიზნით და ამ შეთანხმების დაცვის შემთხვევაში, მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრი და ნასამართლეობა შეიძლება მოეხსნას გამოსაცდელად დადგენილი ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ.

პირობითი მსჯავრის მოხსნა და ნასამართლეობის გაუქმების უფლება, იმავე ს.ს.კ–ის 67–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქვს ს.ს.ი.პ. არასაპატიმრო სასჯელტა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.

 

> გარდა ამისა, როგორც უკვე მოგახსენეთ, სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა ნაფიცი მსაჯულის ან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ სასამართლოსათვის მისი ნაფიც მსაჯულობასთან შეუთავსებლობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა ან შეგნებულად მცდარი ინფორმაციის წარდგენა, რაც დაისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.

 

 

P.S.: კომენტარი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მართებულია სახელმწიფოს ერთ–ერთ ძირითად კანონში ცვლილებების ამგვარად ხშირი ცვლილება, ან კანონის მორგება ფაქტობრივად არსებული საზოგადოებრივ – პოლიტიკური მდგომარეობისათვის, მკითხველისათვის მიგვინდია...

 

 

.