2012 წლის 31 მაისს შ.ს. სამინისტროში დაიწყო გამოძიება საინფორმაციო ინტერნეტ პორტალებზე კიბერნეტიკული შეტევის ფაქტთან დაკავშირებით. მ/წ–ს 3 ივნისს, პოლიციამ დააკავა 1993 წელს დაბადებული ლევან დარჯანია, რომელსაც ბრალად ედება

ს.ს.კ–ს 285-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, კომპიუტერული პროგრამის უკანონოდ დამზადება და გავრცელება, რამაც გამოიწვია ინტერნეტ პორტალების ფუნქციონირების განზრახ შეფერხება.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ლევან დარჯანიას შეიძლება შეეფარდოს ჯარიმა, ან პატიმრობა 6 წლამდე ვადით.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 31 მაისს განხორციელებული დანაშაული, საქართველოში სულ მე–3 კიბერნეტიკული თავდასხმის შემთხვევაა...

 

 

.