ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრეფიკინგის შესახებ 2012 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 186 ქვეყანას და მათ შორის საქართველოსაც ეხება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში არის ქალების სექსულური ტრეფიკინგი. ასევე,

საქართველო კაცების და ქალების იძულებითი სამუშაოს განმახორციელებელი ქვეყანაცაა. ანგარიშის მიხედვით, ქალები სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან როგორც თავად ქვეყანაში, ასევე თურქეთში და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველო ტრეფიკინგიის წყაროცაა და ტრანზიტორიც.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წლებში ასეთი შემთხვევები ეგვიპტეში და სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში უზბეკეთიდან (შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც) ჩამოყვანილი გოგონები იძულებით პროსტიტუციაში ჩააბეს, კერძოდ საუნებში, სტრიპტიზ-კლუბებში და სასტუმროებში.

აქვე მოყვანილია ე.წ. ქუჩის ბავშვების პრობლემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც საქართველოში ხშირად აქვს ადგილი მათ ექსპლუატაციას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ აიძულებენ მათხოვრობას და ქურდობას და ზოგჯერ მათ საკუთარი მშობლები აიძულებენ.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, რომ უფრო მეტი მეთოდები იქნას გამოყენებული ტრეფიკინგის პოტენციური მსხვერპლის აღმოსაჩენად; უნდა მოხდეს ამ პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობოების დაფინანსება; საზღვრებზე უნდა მოხდეს გაკონტროლება, საკუთარი ნებით შემოდიან თუ არა უცხოელი მოქალაქეები.

აშშ-ის ადმინისტრაციის რეკომენდაციაა, რომ გამოიძიონ და დაისაჯონ ის პირები, ვინც ტრეფიკინგს ახორციელებს.

 

 

.