www.myadvocate.ge საზოგადოების აზრის შესწავლის მიზნით, ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვებს აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე. სოციოლოგიური გამოკითხვა შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, ადვოკატებს, პოლიტიკურად საინტერესო თემებს და

პერიოდულად, ამავე ვებ–გვერდზე გამოქვეყნდება შესაბამისი შედეგებიც.

ჩვენს მიერ განხორციელებული კველივის დროს არ ვიყენებთ ცოცხალ კავშირს აუდიტორიასთან, ანუ ჩვენი წარმომადგენლები უშუალოდ არ უკავშირდებიან რესპოდენტებს. ჩვენ მხოლოდ www.myadvocate.ge –ზე ვაქვეყნებთ გამოკითხვებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება ვებ–გვერდზე ვიზიტის შემთხვევაში, ხმა მისცეს მისთვის სასურველ შედეგს. ამ მეთოდით, პრაქტიკულად გამოირიცხება რესპოდენტის ვინაობის გამხელა და მისი სრული ანონიმურობა გარანტირებულია.

გარდა ამისა, ჩვენ კვლევის მეთოდი არ საჭიროებს სპეციალურ დაფინანსებას და ამდენად, არც ამ მხრივ არ ვართ, რომელიმე დაინტერესებულ, ან ფინანსურ წყაროზე დამოკიდებულნი, რაც სწორი კვლევისა და ნეიტრალობის უცილობელი გარანტიაა.

www.myadvocate.ge –ს ყველა სტუმარს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სოციოლოგიურ გამოკვლევაში, წინასწარ ვუხდით მადლობას და გაძლევთ პირობას, რომ ყოველთვის გამოვაქვეყნებთ მიუკერძოებელი კვლევის შედეგებს, რომელიც თავის მხრივ, დამოკიდებულია მხოლოდ აუდიტორიის აქტიურობაზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ( ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად. -ზე ) მოგვწერონ კომენტარები გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით, გაგვიზიარონ სხვადასხვა დამოკიდებულებები და რაც მთავარია, მიგვითითონ თუ რა საკითხზე აინტერესებთ სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება.

აქვე გაცნობებთ, რომ იურიდიული კომპანია – შ.პ.ს. "PAEL Georgia", იტოვებს უფლებას www.myadvocate.ge -ზე არ გამოაქვეყნოს ისეთი კვლევები, რომლებიც დაკავშირებული არ არის სამართალ დამცავი ორგანოების საქმიანობასთან, კანონმდებლობასთან, ადვოკატის მომსახურებასთან და აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებთან. ასევე, ჩვენ უარს ვამბობთ ისეთ კვლევებზე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი ვებ–გვერდის არარაციონალური პოლიტიზირება.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა 
სოციოლოგიურ გამოკითხვებში,
რომელიც განთავსებულია 
ამავე ვებ–გვერდის მარჯვენა ქვედა ველში...


გისურვებთ წარმატებებს...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.