კერძო სამართლის იურიდიული პირების (ორგანიზაციების და გადასახადის სხვა გადამხდელების) საყურადღებოდ!.. 09 ივლისს ცვლილება შევიდა თანამშრომელთა ხელფასებიდან გადასახადის დაკავებების შესახებ, დეკლარაციების წარდგენის წესში. კერძოდ,

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 09.07.2012 წლის N 228 ბრძანების თანახმად, საანგარიშო თვის მიხედვით განაცემების და დაკავეული გადასახადების შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

ამასთან, მხოლოდ ამა წლის ივნისის თვის განაცემთა შესახებ ინფორმაციაში ასახულ უნდა იქნეს 2012 წლის იანვრიდან–ივნისის თვის ჩათვლით გაცემული და დაკავებული თანხების  ჯამი.

ინფორმაციის სიდიდიდან გამომდინარე, შეგიძლიათ საწყის ეტაპზე, დადგენილ ვადაში, გადმოგზავნოთ მხოლოდ ივნისის თვეში გაცემულ და დაკავებული თანხების შესახებ ინფორმაცია და მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით დააზუსტოთ ივნისის თვის განაცემთა შესახებ ინფორმაცია და ასახოთ ექვსი თვის განმავლობაში გაცემული თანხების ჯამი.

 

 

 

 

.