უპირველეს ყოვლისა, ქართველ ერს ვულოცავთ ძალადობასა და ავტოკრატიაზე გამარჯვებას და გთავაზობთ სოციოლოგიურ გამოკითხვის შედეგებს, რომელსაც ბოლო 3 თვის განმავლობაში პერნამენტულად ატარებდა იურიდიული კომპანია – შ.პ.ს. „PAEL Georgia“.

www.myadvocate.ge –ს  მეშვეობით კვლევის მეთოდი, ვფიქრობთ, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწორი, ნებაყოფლობითი და ანონიმური. გთავაზობთ დასრულებული კვლევის შედეგებს:

ქართულ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, კვლევა მიმდინარეობს 2012 წლის 25 ივნისიდან და მასში მონაწილეობა უკვე მიიღო 612 ადამიანმა. მ.შ.:

>    კითხვაზე:  ენდობით თუ არა სასამართლოს?
51,8 %  პასუხობს არს;
25,2 %  ნაწილობრივ ენდობა;
23 % აცხადებს სრულ ნდობას...

>    კითხვაზე:  გჯერათ თუ არა, პროკურორის ობიექტურობის?

63,1 %  პასუხობს არს;
21,5 %  ნაწილობრივ ენდობა;
15,3 % აცხადებს სრულ ნდობას...

>    კითხვაზე:  ვინ ზღუდავს ადვოკატს საქართველოში?
60 %-ის აზრით ადვოკატი იზღუდება სასამართლოს მიერ;
37,7 %-ის პასუხობს, რომ პროკურატურა ზღუდავს დაცვის უფლებებს;
8,3 % აცხადებ, რომ ადვოკატი თავისუფალია ზეწოლისაგან...

ამ შედეგების მიხედვით მიღებულ სურათს ჩვენ ნამდვილად ვერ მივესალმებით და ვფიქრობთ, რომ ეს არის არასრულყოფილი სასამართლო რეფორმის შედეგი. ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა აბსოლიტური უმრავლესობა ცალსახად არ ენდობა სასამართლოს და პროკურატურას, ხოლო, ნეიტრალურად და დადებითად განწყობილ ადამიანთა ჯამი, საშუალოდ არ აღემატება 44 %-ს, რა თქმა უნდა ნიშნავს არ შემდგარი სახელმწიფოს, არ შემდგარ სახელისუფლებო ორგანოების ფუნქციონირებას... რაც უდავოდ სამარცხვინოდ მიგვაჩნია...

ქართველი სამართალდამცავი სტრუქტურები, ანუ იმ ორგანოები, რომლებიც თავის მხრივ, უნდა იყოს (როგორც მინიმუმ) ქართული დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი, ფაქტია, რომ ვერ პოვებენ ქართული საზოგადოების საკმარის მხარდაჭერას.

ვფიქრობთ, რომ ახალი ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოფს, ადამიანის ზეკონსტიტუციური  უფლებების დაცვას და მომავალში მაინც არ გაიცვლება ქართველის უფლება, თავისუფლება და ღირსება, თუნდაც კარგად დაგებულ გზებზე, გამწვანებულ ბულვარებზე, აჩქეფებულ ფანტანებსა და ა.შ...

 

 

.