უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისას ვულოცავთ ღირს შესანიშნავ იუბილეს: თქვენო უწმინდესობავ, ამჟამად სრულიად საქართველო და მთელი

ქრისტიანული ერი აღნიშნავს თქვენი დაბადებიდან 80 წლისა და აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილეს.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავს სულიერი ლიდერი, რომლის სიტყვას ისმენენ და განსაკუთრებით აფასებენ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში და მათ შორის არაქრისტიანულ ცივილურ სამყაროში. თქვენ ბრძანდებით გამაერთიანებელი და ჩვენს ქვეყანაში ეროვნული თუ რელიგიური თანხმობის მთავარი გარანტი, რაც უახლესი ისტორიის განმავლობაში არა ერთხელ დადასტურდა.

ჩვენ გულითადად გილოცავთ საერთო ეროვნული მნიშვნელობის ამ ღირშესანიშნავ თარიღს, გისურვებთ შემდგომ წარმატებებს დიდი მისიის აღსრულების გზაზე, რაც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ერმა და ისტორიამ დაგაკისრათ თქვენ.

გისურვებთ, უფალმა გაცოცხლოთ დიდხანს და თქვენთვის მიეცეს იმის ძალა, რომ თქვენმა უწმინდესობამ აღასრულოს დანაპირები და საქართველოს ერთიანობის საქმეში თქვენი გადამწყვეტი როლის შესრულებამდე არ დატოვოთ ქართველთა იმედი, როგორც მისმა სულიერმა მამამ.


ღრმა პატივისცემით,
ბაჩუკი ქირია
შ.პ.ს. "PAEL Georgia" -ს
დირექტორი