უპრეცედენტო ამნისტია ძალაში შედის 2013 წლის 12 იანვრიდან, ანუ მისი გამოქვეყნების მომენტიდან. ამნისტიის შესახებ 28.12.2012 წ-ს კანონზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების გამო, იგი ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით.

28.12.2012 წ-ს კანონი, ამნისტიის შესახებ უნდა აღსრულდეს 13.03.2013 წ-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ იმავე კანონით გათვალისწინებულ პირთა მიმართ, კანონიერ ძალაში შესული განაჩენები სასამართლომ უნდა გადასინჯოს (შეამციროს), მიმდინარე სასამართლო წარმოების ეტაპზე, უნდა გაითვალისწინოს, ხოლო თუ მიმდინარეობს ს.ს. დევნა, რომელიც გადაცემული არ არის სასამართლოსათვის – იმავე 2 თვიან ვადაში უნდა იმსჯელოს პროკურორმა.

ამ ამნისტიის სიახლეები არის:

> უპრეცედენტო მასშტაბი (იგი ეხება 17 ათასზე მეტ პატიმარს და ათეულ ათასობით პრობაციონერს);
> ამცირებს სასამართლოს მიერ დანიშნულ ძირითად სასჯელს და არა მარტო დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს;
> ძირითად (დანიშნულ) სასჯელს (განაჩენს) უნახევრებს ქალებს, არასრულწლოვნებს და დანაშაულის მომზადებისა და მცდელობისათვის ს.ს. პასუხისგებაში მიცემულ პირებს, რომლებმაც ს.ს. დანაშაული ჩაიდინეს 02.10.2012 წ-მდე;
> ანთავისუფლებს პირველად ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ს.ს. პასუხისგებაში მიცემულ პირებს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა;
> ათავისუფლებს ნარკოტიკული დანაშაულებისათვის მსჯავრდებულ პირებს, თუ ისინი ადრე ნასამართლევი არ ყოფილან სხვა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის:
> ყველა იმ პირს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს 02.10.2012 წ-მდე და ს.ს. პასუხისმგებლობისაგან არ ანთავისუფლებს, ან ერთი მეორედით და / ან ერთი მესამედით არ უმცირებს სასჯელს, 28.12.2012 წ-ს კანონით, ამნისტირებულად ცხადდება, ანუ ერთი მეოთხედით მცირდება დანიშნული სასჯელის ზომა...

28.12.2012 წ-ს კანონი, ამნისტიის შეზსახებ არ ეხება პირებს რომლებსაც მისჯილი აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა და პირებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს 2012 წლის 02 ოქტომბრის შემდგომ. აგრეთვე, მისი მოქმედება არ ვრცელდება ამნისტიის შესახებ იმავე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ დანაშაულებებზე, რომელთა ძრითად ნაწილს წარმოადგენს სამოხელეო და სქესობრივი დანაშაულებათა ჯგუფი. აგრეთვე, ამნისტია არ ეხება ჯარიმას და სხვა დამატებითი სასჯელის სახით დადგენილ განაჩენის ნაწილს, მ.შ.: კომფისკაციას.

გთავაზობთ 28.12.2012 წ-ს კანონს ამნისტიის შესახებ, სრული ვერსიით (გახსნა)...

აქვე გაცნობებთ, რომ თუ ახალი ამნისტია, არ ანთავისუფლებს პირს სასჯელისაგან და მასზე ჯერ არ გავრცელებულა სხვა კანონი ამნისტიის შესახებ, პირს უფლება აქვს მიმართოს პროცესის მწარმოებელ პირს, ან ყველა სხვა შემთხვევაში სასამართლოს, თუ მის მიმართ შესაძლებელია ამნისტიის შესახებ სხვა (მანამდე) მიღებული კანონის გავრცელება.

გთავაზობთ 1995 – 2012 წწ-ში მიღებულ, ამჟამად მოქმედ კანონებს ამნისტიის შესახებ:

2011 წლის 14 ივნისი (ყალბ დოკუმენტებთან დაკავშირებით) – ვრცელდება 01.01.2007 წ-მდე ჩადენილ დანაშაულებებზე;

2010 წლის 20 აპრილი, ვრცელდება 2003–2004 ს/წ-მდე გამოყენებულ ყალბ დიპლომებსა და ადესტატებზე;

2009 წლის 20 ნოემბერი, ვრცელდება 2009 წლის 15 ოქტომბრამდე ჩადენილ ნარკოტიკულ დანაშაულთა ნაწილზე;

2009 წლის 11 ივლისი, ვრცელდება 2010 წლის 01 ივლისამდე (კოდიფიცირებულია) ჩადენილ დანაშაულზე, პირადობებთან დაკავშირებით;

2008 წლის 21 ნოემბერი, ვრცელდება 2008 წლის 15 ოქტომბრამდე ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულთა ნაწილზე;

2007 წლის 29 ნოემბერი, ვრცელდება 2007 წლის 15 ნოემბრამდე ჩადენილ ზოგიერთ დანაშაულზე;

2000 წლის 28 დეკემბერი, ვრცელდება 2000 წლის 22 დეკემბრამდე ჩადენილ ზოგიერთ დანაშაულზე;

1996 წლის 18 სექტემბერი, ვრცელდება გამოქვეყნებამდე ჩადენილ ზოგიერთ ნარკოტიკულ დანაშაულზე;

1995 წლის 2 ივნისი, ვრცელდება 2 ივნისამდე ჩადენილ ზოგიერთ დანაშაულზე...

 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით!..