საქართველოს კანონი აზარტული თამაშების შესახებ. არეგულირებს აზართული თამაშების ორგანიზებას და შესაბამისად განკუთვნილი ადგილების მოწყობას. ზოგადად, სლოტ კაზინოს ლეგალიზებას მსოფლიოში დიდი ხნის ისტორია არა აქვს. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ ქვეყნებში კანონით დაშვებული იყო მხოლოდ ლატარეა, ხოლო

ყოველგვარი აზარტული თამაში კანონით იკრძალებოდა, რაც საქართველოზეც ვრცელდებოდა. 1992 წელს ადგილი ჰქონდა აზარტული თამაშების ლეგალური გზით დარეგულირების პირველ მცდელობას. კაზინოს და სხვა აზარტული თამაშების ლიცენზირება დაეკისრა ფინანასთა სამინისტროს.

საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, ადგენს საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, რომლებიც ტარდება სპეციალურ დაწესებულებებში. მაგ. სამორინეში – სპეციალურ სათამაშო დაწესებულებაში.

მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აზარტული თამაშობებად ითვლება თამაშები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე.

საქართველოს კანონი შენობა-ნაგებობაში სათამაშო აპარატების (მათ შორის სლოტების თამაშებისთვის განნკუთვნილი სლოტ აპარატების) გამოყენებასთან დაკავშირებით გულისხმობს, რომ ისინი უნდა განთავსდეს სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ფართობის ნაწილში და სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული სათამაშო აპარატი არ უნდა ჩანდეს შენობა-ნაგებობის გარეთა მხრიდან. იმისათვის, რომ აპარატი სლოტად იყოს კლასიფიცირებული, მოგება უშუალოდ ფულს უნდა წარმოადგენდეს. საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია სლოტ–აპარატების დადგმა უბრალოდ ბარებსა და კაფეებში, რომლებიც არ არის ლიცენზირებული სლოტ–კლუბებად მაინც. აგრეთვე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სათანადო ინფორმაცია, როდესაც ის თამაშობს ონლაინ სლოტ–თამაშს ნაღდ ფულზე და არა დემო–ვერსიას.

საქართველოს კანონში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ აღნიშნულია, რომ მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია 18 წლამდე პირთა თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.

ქართველი იურისტები იმედს გამოთქვამენ, რომ ინტერნეტ–თამაშების მიმართ მოთხოვნის გაზრდასთან ერთად მოხდება საქართველოს კანონმდებლობის უფრო დეტალური დამუშავება ონლაინ თამაშებთან დაკავშირებით.

ამჟამად, იურიდიული კომპანია – შ.პ.ს. "PAEL Georgia" ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს უფრო დეტალურ კონსულტაციას აღნიშნულ საკითხზე, დაინტერესებული პირის მიერ შერჩეული თამატიკის გათვალისწინებით...