სასამართლოს სხდომების კვლავ დემოკრატიზაციით, პირველად, ექს მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ ისარგებლასასამართლო სხდომაზე აუდიო და კინო - ვიდეო ჩაწერა (გადაღება) კვლავ დაშვებული გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივ მაიუწყებელს მუდმივად,

ხოლო მედიის სხვა წარმომადგენლებს, კი კანონით განსაზღრული თანმიმდევრობით აქვს საშუალება გადაიღოს მიმდინარე პროცესი. სასამართლო სხდომაზე აუდიო ჩაწერის უფლება (საერთო სასამართლოების შესახებ, კანონის მე-13-1 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად) აქვს ასევე მხარეებს. ხოლო - ვიდეო, კინო და ფოტა  გადაღებას კი, სჭირდება მოსამართლის თანხმობა.

საერთო სასამართლოების შესახებ, 06.03.2013წ-ს კანონში შეტანილი ახალი ცვლილებების თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 20.03.2013 წ-დან, მოსამართლეს აქვს უფლება ნებისმიერ საქმეზე, სათანადოდ დასაბუთებული განჩინებით შეზღუდოს, ან მთლიანად აკრძალოს ვიდეო, აუდიო და კინო გადაღება, მაგრამ მას საამისოდ სჭირდება კონკრეტული არგუმენტაცია და არცერთ მოსამართლეს უფლება არ აქვს მხოლოდ სუბიექტური დამოკიდებულებით, შეზღუდოს დაინტერესებული პირის ინიციატივა.

კანონით, ამგვარი კინო, ვიდეო, ფოტო და აუდიო გადაღება ნებადართული იყო საქართველოში ყოველთვის 2009 წლის 4 დეკემბრამდე, ანუ მანამ, სანამ საქართველოს ე.წ. "ნაციონალურმა მთავრობამ" არ ჩათვალა, რომ საქართველოს სასამართლოების სრული ღიაობა საფრთხეს უქმნიდა ავტორიტეტალურ რეჟიმს. აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან თითქმის შემდგომი 2 წლის განმავლობაში, სასამართლო პრაქტიკაში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მხარის (ბრალდებულის, მსჯავრდებულის და / ან სამოქალაქო პროცესში მონაწილე პირთა) მიერ სადავო გამხდარა სხდომის ოქმის ჩანაწერის სიზუსტე, მაგრამ სასამართლო ამას ყოველთვის სტანდარტულად პასუხობდა, რომ არ იზიარებდა დაინტერესებული მხარის საჩივარს სათანადო მტკიცებულებათა არ არსებობის გამო. არადა, ფაქტია, რომ ასეთ მტკიცებულებათა არსებობას გამორიცხავდა თავად კანონი და შესაბამისად სასამართლოს ქმედებით დაზარალებულ მხარეს არასოდეს ქონდა შესაძლებლობა მიეღო ზომები, შესაძლო გაუგებრობათა პრევენციისათვის...

აღსანიშნავია, რომ ის რაც თავის დროზე აკრძალულად გამოცხადდა, "აუცილებელი", "დროული" და "უმნიშვნელოვანესი" აღმოჩნდა იგივე აკრძალვების დიდოსტატებისათვისაც კი. კერძოდ თავის საჯარო ინტერვიუში, საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა 22.03.2013 წ-ს განაცხადა, რომ "კიდევ კარგი სასამართლო სხომა საჯარო გახდა"-ო... განა ვინ დააწესა ამგვარი აკრძალვები? ეს ის პრეზიდენტი არ არის განა, რომლის ინიციატივითაც აიკრძალა სასამართლოთა ღიაობა? რა თქმა უნდა კი, ეს ის პრეზიდენტია, რომელსაც თავის დროზე არ აწყობდა უკანონო პროცესების საჯარო ტრანსლაციები, ან სხვაგავარი შესაძლო ჩანაწერების არსებობის დაშვებაც კი, მაგრამ დღეს კი ეს, მისთვის მართლაც "უმნიშვნელოვანესი" აღმოჩნდა...