როგორც ცნობილია, XXI საუკუნეში, არა მარტო ბიზნეს სექტორში, არამედ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს მოქალაქეთა უფლებების დაცვა. საქმიან ურთიერთობებში მყოფ პირებს შორის, ხშირია შემთხვევები, როდესაც

წარმოიშობა სამართლებრივი პრობლემები და შემდგომ ამისა, დაინტერესებული მხარე იწყებს ადვოკატის ძებნას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება დაგვიანებულიც იყოს, რითაც რა თქმა უნდა შეიძლება დაზარალდეს კუთილსინდისიერი მხარეც კი.

სხვადასხვა სტატისტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, სამწუხაროდ, არასამეწარმეო ურთიერთობებში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 2 %-ს ჰყავს ოჯახის ადვოკატი. შედარებით ოდნავ მეტი მაჩვენებლით, ანუ 5% ფიქსირდება მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებულ პირთა შორის ადვოკატის მუდმივი კონსულტაციის გამოყენების შემთხვევები და მხოლოდ დიდი ბიზნესის 100 % იყენებს ადვოკატის ყოველდღიურ შრომას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 70 %-ზე მეტი ფიქრობს, რომ მას ადვოკატი:

1.) არასდროს არ დასჭირდება - ძირითადად ადვოკატის საჭიროებას, არასწორად ხედავს მხოლოდ ადამიანის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მაგრამ არაერთმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ ნათლად გვიჩვენა, რომ ადვოკატს შეუძლია უმნიშვნელოვანესი მატერიალური მოგების მოტანაც, თუ ნებისმიერი ქმედება თქვენს მიერ, იქნება სწორად დაგეგმილი პროფესიონალის დახმარებით;

2.) როდესაც დასჭირდება მაშინ იპოვის მას - ვფიქრობთ, რომ ასეთ შემთხვევაში, ადამიანი ეძებს ადვოკატს აღელვებული, დროის მცირე მონაკვეთში და ხშირად იაფ ფასად, რაც რა თქმა უნდა დასაცავი პირისათვის, საბოლოოდ არ არის მოსალოდნელი შედეგის მომტანი, რადგანაც ამგვარი ფორმით ხშირად შეხვხვდებით არაპროფესიონალს, რომელთა არაკვალიფიციური მომსახურებაც ხშირად სახელს უტეხს ადვოკატთა კორპუსს...

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი არ არის იპოვო ადვოკატი, ან როცა იპოვი, მას შედარებით ნაკლები გადაუხადო, არამედ მთავარია მიაგნო პროფესიონალს და მასთან სისტემატიური კონსულტაციით აირიდო რიგი პრობლემები, რეალურად დაზოგოთ თქვენი ფინანსები და რაც მთავარია - მიიღოთ სასურველი შედეგი.

ჩვენ გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას სამართლის ყველა დარგში, ჩვენი კომპანიის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული, რაც საშუალებას გვაძლევს თანაბარი წარმატებით მოვემსახუროთ, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ კლიენტებს. ჩვენი მომსახურებით სარგებლობს როგორც ფიზიკური პირები, ასევე კერძო კომპანიები და საჯარო ოგანიზაციები, ასევე საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ახორციელებენ უამრავი სახის საქმიანობას. ჩვენ უპირველეს ყოვლისა ვზრუნავთ ჩვენი კლიენტების ინტერესების დაცვზე და მათი მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ თითოეული საკითხისადმი ინდივიდუალურ მიდგომას და ამ მიზნით, კომპანია:
> კომპანია იცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც ცნობილი გახდა საადვოკატო მომსახურების გაწევის დროს;
> საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილი იქნება ჩვენი კლიენტის საწინააღმდეგოდ და ამასთან არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებს, გასაჩივრდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
> კომპანიას აქვს საკმაო გამოცდილება და ადვოკატებს გავლილი აქვს სპეციალური მომზადება ევროპის სასამართლოში საქმეთა წარმოებისთვის;
> ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, ჩვენს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე...

ჩვენს პროფესიონალიზმს ქმნის ჩვენი ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება. ხოლო, განხორციელებული საქმიანობა (სტატისტიკა) და ინდივიდუალურ დამკვეთი ფიზიკური პირების გარდა, პარტნიორებთან ინტენსიური ურთიერთობა არის სანდო მომსახურების გარანტი...

დაგვიკავშირდით...