შ.პ.ს. "PAEL Georgia" ბოლო 1 წლის განმავლობაში ატარებდა სოციოლოგიურ გამოკითხვებს და პერიოდულად ვაქვეყნებდით შესაბამის შედეგებს. ამჟამად გთავაზობთ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს, რომლის ფარგლებშიც, რესპოდენტთა წინაშე დასმული იყო კითხვები:

> ოქტომბრიდან, შემცირდა თუ არა პროკურატურის ძალადობა?
> ვინ ზღუდავს ადვოკატს საქართველოში?

თითოეულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 565 - 565 რესპოდენტმა და შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

> გამოკითხულთა 80 %-ზე მეტს მიაჩნია, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან პროკურატურის ძალადობა არსებითად შემცირდა საქართველოში;
> 14 %-ზე ოდნავ მეტი ფიქრობს, რომ საქართველოში პროკურატურის ძალადობა ნაწილობრივ შემცირდა;
> 6 %-მდე რესპოდენტებს მიაჩნია, რომ საქართველოში არაფერი შეცვლილა და პროკურატურა კლავინდებურად უკანონო ძალადობას ავლენს.


კითხვაზე, ვინ ზღუდავს ადვოკატს საქართველოში? გამოკითხულთა:

 

- 72 %-ზე მეტს მიაჩნია, რომ ადვოკატს არავინ ზღუდავს საქართველოში უკანონოდ;

- თითქმის 17 %-ს მიაჩნია, რომ ადვოკატს სასამართლო ზღუდავს უკანონოდ;

- 10 %-ზე ცოტა მეტი ფიქრობს, რომ ადვოკატის საქმიანობა უკანონოდ იზღუდება პროკურატურის მიერ.

 

 

 


სოციოლოგიური კვლევების დინამიკის, საზოგადოებრივი აქტიურობის და რესპოდენტთა დამოკიდებულების გაცნობის მიზნით, გთავაზობთ ჩვენს მიერ, 10 თვის წინ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს:

> 2012 წლის 5 ოქტომბრის კვლევა;

აღნიშნული მასალების გაცნობის შედეგად, მკითხველი აშკარად რწმუნდება, რომ საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაწყებულია და ვიმედოვნებთ, რომ იგი გაგრძელდება და ხელისუფლება გაამართლებს ამომრჩეველთა იმედებს...