უ პ რ ე ც ე დ ე ნ ტ ო   ს ი ა ხ ლ ე !.. იურიდიული მომსახურების გადასახადის გადახდა, გარდა ფულადი ანგარიშსწორებისა, ჩვენთან შესაძლებელია სპეციალური ბარათებით, რომელსაც ენიჭება ბარათზე ასახული ნომინალის იდენტური ღირებულება. ბარათების მიღება უფასოდ შეგიძლიათ, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში...

2013 წლის 07 დეკემბრიდან შპს "PAEL Georgia"-ს პარტნიორ ორგანიზაციებში, თანხის გადახდის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს იურიდიული კომპანია - შპს "PAEL Georgia"-ს ვაუჩერი (სარეკლამო ბარათი), რომელზეც ასახულ ციფრების იდენტურ ოდენობას, ჩვენთან გაანაღდებთ იურიდიული მომსახურებისათვის თანხის გადახდის დროს...

გთავაზობთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებშიც ვრცელდება  ჩვენი  აქცია:

> სუპერმარკეტ DeHaGe-ს ქსელში, ერჯერადად 100 ლარზე ზევით დახარჯულ თანხაზე, თქვენ მიიღებთ 100 ლარის ტოლ 1 ფასდაკლების ბარათს (ვაუჩერს);

> სამშენებლო დეველოპერულ კომპანია - შპს "კოლხში" საცხოვრებელი ბინების შეძენის დროს, თითოეული ბინის შეძენის დროს, თქვენ მიიღებთ 200 ლარის ტოლ 1 ფასდაკლების ბარათს (ვაუჩერს);

> სამშენებლო და სარემონტო მომსახურების კომპანიის - შპს "Geo Trans Group" -ის მომსახურებისას, ერთჯერადად გადახდილ ყოველ (სრულ) 1000 ლარზე მიიღებთ, თითო 100 ლარის ტოლ 1 ფასდაკლების ბარათს (ვაუჩერს);

> აუდიტორულ კომპანია - შპს "ინფო აუდიტი"-ს მომსახურებისათვის ერჯერადად 130 ლარზე ზევით დახარჯულ თანხაზე, თქვენ მიიღებთ 100 ლარის ტოლ 1 ფასდაკლების ბარათს (ვაუჩერს);

თქვენს მიერ შეძენილი ნებისმიერი ვაუჩერი (ბარათი) შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთობლივად, ცალცაკე და / ან იგი გადასცეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პირს. რაც მთავარია ამ ვაუჩერის შეძენისათვის თქვენ არ იხდით არანაირ თანხას და არც თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტი ძვირდება ვაჩერის მოთხოვნისას. იგი თქვენთვის სრულიად უფასოა.

დაგროვილი ვაუჩერებით თქვენ ჩვენთან შეგიძლიათ გადაიხადოთ იურიდიული მომსახურების გადასახადი, შემდეგი სახით:

> თუ თქვენთვის სასურველი იურიდიული მოსახურებისათვის, დადგენილია გადასა-
ხადი 2
01-დან 1200 ლარის ჩათვლით:

-

შესაძლებელია, მხოლოდ 1 ბარათის (ვაუჩერის) გამოყენება, (მიუხედავად მასზე ასახული ნომინალის ოდენობისა);

> თუ თქვენთვის სასურველი იურიდიული მოსახურებისათვის, დადგენილია გადასა-
ხადი
1201-დან 2200 ლარის ჩათვლით:

-

შესაძლებელია, არაუმეტეს 2 ბარათის (ვაუჩერის) გამოყენება (მიუხედავად მასზე ასახული ნომინალის ოდენობისა);

> თუ თქვენთვის სასურველი იურიდიული მოსახურებისათვის, დადგენილია გადასა-
ხადი 2
201-დან 3200 ლარის ჩათვლით:

-

შესაძლებელია, არაუმეტეს 4 ბარათის (ვაუჩერის) გამოყენება (მიუხედავად მასზე ასახული ნომინალის ოდენობისა).

> თუ თქვენთვის სასურველი იურიდიული მოსახურებისათვის, დადგენილია გადასა-
ხადი 3
201 ლარზე მეტი ოდენობით:

-

შესაძლებელია, არაუმეტეს (ჯამში) 1.000 ლარის ნომინალის მქონე ბარათების (ვაუჩერების) გამოყენება.


P.S.-1: ამ აქციით განსაზღვრული ვაუჩერი, არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე და მისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის;

P.S.-2: ბართის ნომინალის ნაწილ ნაწილ გამოყენება და / ან 1 ბარათის 2 სხვადასხვა მომსახურების გადასახადისათვის გადანაწილება დაუშვებელია;

P.S.-3: ბარათის გამოყენების ვადა არის, მისი გაცემიდან 3 თვე;

P.S.-4: ბარათის წარმოდგენის დროს, დაინტერესებული პირი ვალდებულია, წარმოადგინოს პირადობის მოწმობა და სალაროს ჩეკი, ან საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. უნაღდო ანგარიშსწორების ფორმატი, არ გამოიყენება სუპერმარკეტების ვიზიტორების მიმართ.


გისურვებთ წარმატებებს!..