2014 წლის დასაწყისიდან შეიცვალა მართვის მოწმობის გაცემის, შეცვლის, აღდგენის წესი და 2014 წლის 1 მარტიდან მართვის მოწმობები, პირველად საქართველოში გაიცემა განსაზღვრული ვადით, ხოლო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

2013 წლის 27 დეკემბერიდან შესული ცვლილებებიდან გამომდინარე იმ პირებს, ვისაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადა აქვთ გასული, მართვის უფლება აღუდგებათ თეორიული გამოცდის ჩაბარების გარეშე - მომსახურების სააგენტოში აღნიშნული პირის მომართვის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. ამასთან გაცნობებთ, რომ იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის და აგრეთვე იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მომსახურების სააგენტოში უნდა წარმოადგინონ ექიმი - სპეციალისტების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

მართვის მოწმობის ვადები, იხილეთ ბმულზე <<2014 წლის თებერვალი>> ...

მართვის მოწმობის აღდგენის წესი <<2013 წლის დეკემბერი>> ...