დღეიდან ვიწყებთ კამპანიას, თბილისის პარკირების ოპერატორი კომპანია - შ.პ.ს. ,,სი-ტი პარკ”-ის სასარგებლოდ მოქმედი უკანონო რეგულაციების გაუქმების მიზნით და გთავაზობთ უფასო იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მოემსახურება მიზანს - გაუქმდეს უკანონო გადასახადები და ანაზღაურებულ იქნეს მოქალაქეებისათვის უკვე მიყენებული ზიანი.

არასწორი პარკირების და / ან პარკირებისათვის განსაზღვრული ადგილის გარეშე, ავტო ტრანსპორტის პარკირებისათვის,  შ.პ.ს. ,,სი-ტი პარკ”-ის მიერ დაკისრებული ჯარიმის, 2014 წლის 01 თებერვლიდან იძულებით გადახდევინებულ პირებს, ან პირებს, რომლებსაც ასეთი გადასახადის გადახდა დაგეკისრათ 2014 წლის 01 იანვრიდან და არ გადაგიხდიათ იგი 2014 წლის 01 თებერვლამდე, გთხოვთ მოგვმართოთ ჩვენ და ერთობლივად მივაღწიოთ უკანონო გადასახადების გაუქმებას, რომლის სამართლებრივი რესურსი ჯერ-ჯერობით არსებობს.

თუ ჩვენ მოგვმართავს შ.პ.ს. ,,სი-ტი პარკ”-ის მიერ (ზემოაღნიშნულ დროში) დაჯარიმებული პირები,  ადვოკატის მომსახურება იქნება უფასო. ხოლო, აუცილებელი, პირველადი სამართლებრივი პროცედურული ხარჯების (სახელმწიფო ბაჟი, რწმუნებულების ნოტარიული დამოწმება და ა.შ.) სახით გადასახდელი გექნებათ:
ფიზიკურ პირებს - 30 ლარი;
იურიდიულ პირებს - 50 ლარი.

ჩვენი მიზანია, არა მარტო უკანონო გადასახადების გაუქმება, არამედ უკანონო გადასახადების სახით გადახდევინებული თანხების უკან დაბრუნება მოქალაქეებისათვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ტელ №  247-99-46 -ზე, ან მოგვწერეთ ელ-ფოსტის მეშვეობით:  ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად.

იჩქარეთ, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების გასვლის შემდგომ, თქვენს მომსახურებას ვერ შევძლებთ და ამიტომ თითოეული დღე უმნიშვნელოვანესია...

გაითვალისწინეთ!.. თქვენდამი შ.პ.ს. ,,სი-ტი პარკ”-ის მიერ მიყენებული ზიანის მომენტიდან არ უნდა იყოს გასული 75 დღეზე მეტი. ხოლო, ზიანის მიყენების დღედ ჩაითვლება ის დრო (ბოლო თარიღი), როდესაც დაჯარიმებულ:

  • პირმა გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა;
  • პირის გადასახდელი ჯარიმის გადაუხდელობის გამო, განხორციელდა იძულებითი გადახდევინება;
  • პირის გადასახდელი ჯარიმის გადაუხდელობის გამო, დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში.

დაინტერესებულმა პირებმა, უნდა წარმოადგინონ:

  • პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან / უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტი (იურიდიული პირის შემთხვევაში;
  • ჯარიმის დაკისრების ქვითარი და / ან დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით, ან იძულებით გადახდევინების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ავტო ტრანსპორტის ტექნიკური პასპორტის ასლი.

გისურვებთ წარმატებებს !..

ჩვენთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუში...