"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსი და თბილისის ყოფილ მერი - გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მისცეს, დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვის გამო. როგორც საინფორმაციო სააგენტო INFO9-ის წყაროზე დაყრდნობით, ფინანსთა

სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საქმე „სითი პარკს“ ეხება.

აქვე ავღნიშნავთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული პროცესები, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის მერის უკანონო ბრძანების ბათილობას, რითაც საბოლოოდ გაუქმდება თბილისის მერიასა და შპს ”სითი პარკს” შორის გაფორმებული, შესაძლოდ დანაშაულებრივი ხელშეკრულება და ავტო სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები განთავისუფლდება გაუგებარი და არამიზნობრივი გადასახადების გადახდის ვალდებულებისაგან.

P.S.: ჩვენ აღნიშნულ პროცესებს ვადევნებთ თვალს და ასევე, აქტიურად დავეხმარებით დაზარალებულ მძღოლებს სამართლიანი შედეგების მიღწევაში. ხოლო, საზოგადოებას პერიოდულად ვაცნობებთ მიმდინარე შედეგების შესახებ...

საქმე ეხება მილიონობით უკანონო შემოსავალს და მისი ”ათვისების” სქემას...

აქვე გთავაზობთ ბმულებს, ამავე თემატიკაზე გამოქვეყნებული ინფორმაციების (აქტივობის) შესახებ:

> 21.03.2014 წ. - www.myadvocate.ge

> 30.06.2014 წ. - info9.ge