ქართული სადაზღვეო კომპანიები, მხოლოდ მანკიერი პრაქტიკით კი არა, არამედ საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობით სარგებლობენ და მომხმარებელს ატყუებენ!.. ჩვენ გასული 9 თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიების საქმიანობას

და იმის გათვალისწინებით, რომ მათი მომსახურების სფერო ძალზე ფართოა, ერთდროულად ვერ გთავაზობთ ანალიზის სრულ შედეგს, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოში ავტოდაზღვევის სრული, ანუ ე.წ. "Full" პაკეტი არ არსებობს.

2014 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე პერიოდში, ჩვენი იურიდიული კომპანია ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა 3 ქართულ, პირობითად შერჩეულ, სადაზღვეო კომპანიასთან - შპს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო"-სთან, სს “სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგთან" და სს "სადაზღვეო კომპანია ალდაგთან", მაგრამ ვერცერთ მათგანთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ავტომანქანის სრულად დაზღვევის შესახებ. ჩვენ აგრეთვე, შევისწავლეთ სხვა სადაზღვეო კომპანიების მიერ ინტერნეტგვერდების მეშვეობით საჯაროთ შეთავაზებული პირობებიც, მაგრამ ვერც სხვა კომპანიების სახელშეკრულებო პირობებმა ვერ დაიმსახურა ამ დარგში გამოცდილ ადვოკატთა ნდობა და უდავოა, რომ სადაზღვეო პაკეტები გათვლილია მხოლოდ მომხმარებელთა მოტყუებაზე და აღნიშნულით მიღებულ უკანონო შემოსავლებზე.

აღსანიშნავია, რომ სადაზღვეო კომპანიების სასარგებლოდ, სახელშეკრულებო მანიპულაციებს ასევე, ხელს უწყობს ქართული კანონმდებლობაც. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 826-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ "მზღვეველი არ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს წარმოშობილი ზიანის ოდენობაზე მეტი თანხა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო თანხა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღემატება სადაზღვევო ღირებულებას". მართალია, ამ შემთხვევაში კანონმდებელი მხოლოდ ვალდებულებას უხსნის სადაზღვეო კომპანიას, მაგრამ აღნიშნულ დებულებას ბოროტად იყენებს სადაზღვეო კომპანიები და მომხმარებელი, რომელიც უმეტეს წილად არ არიან კანონმდებლობაში გარკვეული და სადაზღვეო ხელშეკრულებას ხელს აწერს მხოლოდ ზოგადად საზოგადოებაში სადაზრვეო კომპანიების გაუგებარი ავტორიტეტისადმი ნდობის გათვალისწინებით.

დასახელებული სადაზღვეო კომპანიების მიერ, ჩვენდამი მოწოდებული / შემოთავაზებული, ე.წ. სრული დაზღვევის ხელშეკრულებების ძირეული შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ სადაზღვეო კომპანიებს ვალდებულებებს უნიღბავს საშუალოდ 20-ზე მეტი ჩანაწერი ხელშეკრულებებში, რის გამოც ხშირად მომხმარებელს, რომელსაც ჰგონია, რომ მისი სატრანსპორტო საშუალება დაზღვეულია ნებისმიერი გაუთვალისწინებელი რისკებისაგან, აღმოჩნდება, რომ "თურმე ყველაფერი მისივე ბრალით დაზიანებულა და სადაზღვეუ კომპანია არაა მასზე პასუხისმგებელი" - ასეთი რამ, რა თქმა უნდა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მარტივად რომ ვთქვათ - აშკარად კლიენტის მოტყუებაა!..

ჩვენ ხშირად მოგვმართავენ კონსულტაციებზე მოქალაქეები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ იხდიან მაგალითისათვის 7000 აშშ დოლარის ოდენობის სადაზღვეო შეფასებიდან წლიურ 400 აშშ დოლარს, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ მათი რისკები დაზღვეულია მაქსიმუმ 4-5 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში და ისიც პირობით. ანუ ხშირად მომხმარებლები კარგავენ ე.წ. "დაზღვეულ" სატრანსპორტო საშუალებას, სადაზღვეო შენატანსაც და "სადაზღვეო ანაზღაურების იმდესაც"...

აქვე გთავაზობთ, იმ ძირითად სახელშეკრულებო "თავსატეხებს", რომელშიც უმეტესწილად ვერ ერკვევა მოქალაქეები და რომლებზეც უარს არ ამბობს ჩვენს მიერ დასახელებული სადაზღვეო კომპანიები. კერძოდ, საზაზღვეო კომპანიები:

> ცალ-ცალკე დეფინიცირებული ჩანაწერებით, ერთმანეთისაგან ისე გამიჯნავენ "ავტო ტრანსპორტის საბაზრო ღირებულებას" და "სადაზრვეო თანხას", რომ საბოლოოდ ვერავინ დაადგენს მათ კავშირს "სახელშეკრულებო ფასთან";

> ხშირად იყენებს საბურავების სეზონურად გამოცვლის და მაღალი ხარისხით სარგებლობის აუცილებლობის შესახებ ჩანაწერს ხელშეკრულებაში, რის გამოც, თუნდაც ავტო ავარია არ ანაზღაურდება, თუ მძღოლს, მაგალითისათვის 1 სექტემბერს არ აქვს გამოყენებული ე.წ. "ზამთრის საბურავები", ან რომელიმე მათგანი არ შეესაბეამება სადაზღვეო კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტის ხარისხს. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში ფიზიკურ პირთა მიერ დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაახლოებით 70 %-ზე მეტის მიერ გამოყენებული საბურავები, არ შეესაბამება აღნიშნულ სტანდარტებს;

> ავტოსადაზღვეო შემთხვევის დადგომის დროს, ე.წ. "საჭირო დოკუმენტაციის" წარმოდგენის ვალდებულებას აკისრებენ მოქალაქეებს, რაც ხშირად ბიუროკრატიული ბარიერების "მსხვერპლია" და ეს ხდება მაშნ, როდესაც თავად სადაზღვეო კომპანიებს ნებისმიერ საჭირო დოკუმენტაციის მოძიება და დამდგარი ფაქტის ფიქსაცია შეუძლიათ უფრო თავისუფლად, მარტივად და რამდენიმე დღეში;

> სისხლლის სამართლის საქმის აღძვრას / წინასწარი გამოძიების დაწყებას იყენებენ, როგორც სადაზღვეო ანაზღაურების გაცემის შეჩერების საფუძველს, რაც სრულიად გაუგებარია და იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ბრალეული ქმედების გამო არ მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, თავისუფლად შესაძლებელია, რომ დაზარალებული მძღოლი აღმოჩნდეს სადაზღვეო ანაზღაურების თვეობით, ან წლობით მიღების "იმედად". ან კიდევ, საჯარიმო ავტოსადგომზე იძულებითი დგომის დროში დათვლილმა ხარჯებმა, შესაძლოა გადააჭარბოს ავტოტრანსპორტის თვითღირებულებასაც კი და ხშირად მას არ ანაზღაურებს სადაზღვეო კომპანიები;

> ქვეტექსტებში მიუთითებენ რომ არ არის დაზღვეული ესა თუ ის შემთხვევა, მაგრამ ხშიარად მომხმარებლის ყურადღებას იქცევს ე.წ. წინასწარი შეთავაზების პირობების "მომხიბვლელი" დებულებები და ხელშეკრულების ზოგად დებულებებში ე.წ. "დაზღვეული გარანტიები", რაც ხშირ შემთხვევებში, საბოლოოდ არაფრის მომტანი აღმოჩნდება ხოლმე;

> ადგენენ ლიმიტების და ქველიმიტების გამოთვლის წესს, საექსპერტო დასკვნებისათვის თანხების გადახდევინების ვალდებულებებს, ტრანსპორტის ევაკუაციის ხარჯებს გადახდევინებისა და მრავალი სხვა პირობებს, რომლის ჩამოთვლაც საჯარო კორსპოდენციითა და ერთი შეხედვით შეუძლებელია. მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად ერთი სადაზღვეო კომპანიის მიერ მოწოდებული ხელშეკრულების ჩახლართულ და შენიღბული დებულებების შესწავლა - დამუშავებისათვის, კვალიფიციურ ადვოკატს 4-5 საათს სჭირდება და წარმოიდგინეთ კანონის არ მცოდნე მოქალაქის მიერ 15 წუთში ხელმოწერილი ხელშეკრულების საბოლოო ბედი...