შ.პ.ს. "PAEL  Georgia"-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულებაში, შ.პ.ს. "PAEL  Georgia"-ს დირექტორის, 05.01.2015 წ-ს N: 501-2/1 ბრძანების პირველი ნაწილით დამტკიცდა ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც თავის მხრივ, მოცემულია 05.01.2015 წ-ს N: 501-2/1

ბრძანების N: 1 დანართში.

05.01.2015 წ-ს N: 501-2/1 ბრძანების მე-2 ნაწილის თანახმად, ბრძანება ძალაშია 05.01.2015 წ-დან. ხოლო, არბიტრაჟის დასახელებული დებულების მე-10 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, იურიდიული კომპანია - შ.პ.ს. "PAEL  Georgia"-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულებაში შეტანილი ცვლილებები, იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ იმ საარბიტრაჟო საქმეებთან მიმართებით, რომელიც შ.პ.ს. "PAEL  Georgia"-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟში შემოსულია 2015 წლის 14 თებერვლიდან.

შ.პ.ს. "PAEL  Georgia"-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულებაში 05.01.2015 წლის ცვლილებებით, განხორციელდა მხოლოდ არბიტრაჟის დებულების შინაარსის, შესაბამისად არბიტრაჟისადმი მიმართვის პროცედურათა გამარტივება და შემცირდა საარბიტრაჟო მომსახურების გადასახადის (ე.წ. "ბაჟი"-ს / "მოსაკრებლის") ოდენობა.

დადგენილი წესის თანახმად, ვაქვეყნებთ შ.პ.ს. "PAEL  Georgia"-ს დირექტორის, 05.01.2015 წ-ს N: 501-2/1 ბრძანების N: 1 დანართს (იხ. ბმული) ...

ხოლო, იურიდიული კომპანია - შ.პ.ს. "PAEL  Georgia"-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულების კოდიფიცირებული ვერსია გამოქვეყნდება 2015 წლის 14 თებერვლიდან.