საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა 10 ლარის დაზოგვის სანაცვლოდ აღიარა, რომ საპატრულო პოლიციაში ბიუროკრატია მეფობს!..
ბატონი დავით ცინარიძის 20.07.2015 წ-ს N: 20/12-1239 დადგენილებით ირკვევა, რომ  05.06.2015 წ-ს

ხელმოწერილი და სპდ-ში N: 1229331-ით რეგისტრირებული განცხადების საფუძველზე 08.06.2015 წ-ს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, 20.07.2015 წ-ს შეწყდა - ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის შესახებ დაზარალებულის უარის თქმის მოტივით. სინამდვილეში კი, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის - საგზაო ინსპექტორის უხეშობის გამო დაზარალებული პირის 16.06.2015 წ-ს განცხადებით ირკვევა, რომ განმცხადებელი უარს კი არ ამბობს ადმინისტრაციულ საქმის წარმოებაში მონაწილეობაზე, არამედ ითხოვს განცხადების განუხილველად დატოვებას, ერთადერთი პირობით: თუ საპატრულო პოლიცია აღიარებს, რომ სამართლიანობის აღდგენის გზაზე ბარიერს ქმნის ბიუროკრატია!.. სამწუხაროდ, 28.07.2015 წ-ს ადრესატისათვის ჩაბარებული - 21.07.2015 წ-ს N: 20/12-1588802 წერილით დასტურდება, რომ საჯარიმო ქვითარში მითითებული, N: 705 ბორტკომპიუტერის და სამხრე კამერის ჩანაწერები საერთოდ „გამქრალა“.

როგორც ჩანს, საპატრულო პოლიციისათვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პატრულ-ინსპექტორების: დიმიტრი ეპიტაშვილის და ილია ლეკაშვილის ახსნა-განმარტებები და სამწუხაროდ, საამისოდ ღირებულადაც კი ჩაითვალა ვიდეო-აუდილო მასალის წაშლა...

ქართული კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული დაუსაბუთებელი დადგენილება (ჯარიმის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ) შესაძლებელია (ჩაბარებიდან, ანუ 28.07.2015 წ-დან 10 დღის ვადაში) გასაჩივრდეს სასამართლოში, მაგრამ ჩვენ აღნიშნული პროცედურის გავლაზე ვთქვით უარი, ადმინისტრაციული სასამართლოს, როგორც ხშირად, სახელმწიფო ინტერესების ბრმად დამცველი სისტემისადმი დაბალი ნდობის გათვალისწინებით და ასევე, 10 ლარიანი ჯარიმის გადახდა - არ გადახდევინება, არ გვაძლევდა მოტივს, რესურსების სასამართლო ინსტანციებში დამატებითი ხარჯვისათვის...

და ბოლოს, ჩვენ, როგორც ყოველთვის ვაქვეყნებთ მხოლოდ ფაქტებს და კომენტარი მკითხველისათვის მიგვინდია, იმის რწმენით, რომ მკითხველი უფრო ბრძენია, ვიდრე საპატრულო პოლიციის ავტორიტეტის, 10 ლარის ეკონომიაზე გამცვლელი „შეფის“ ადმინისტრაცია.

P.S.: აქვე ვაქვეყნებთ დავასთან დაკავშირებულ მიმოწერებს და მართალია ქვემოთ მოცემულ მასალებში დაცულია დაზარალებულის ანონიმურობა, მაგრამ გამოვთქვამთ მზადყოფნას, სრული ინფორმაცია მივაწოდოთ ნებისმიერ პირს, დაინტერესების შემთხვევაში.

დაწვრილებით იხ. ბმულები: