გუშინ სტეფანწმინდაში, კერძოდ კი ელიას მთაზე წმ. ელიას სახელობის მონასტერში მიგვიღო, მონასტრის წინამძღვარმა მამა ეგნატემ, რომელმაც ჩვენდამი ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინა. მონასტერში ჩვენს საპატივცემულოთ გამართული ტრაპეზის შემდეგ, დავათვალიერეთ და

ასევე, მოვილოცეთ გერგეთის მთაზე არსებული წმ. სამების მონასტერი, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება. გუშინ ღამე, როგორც მონასტრის სტუმრები დაგვრთეს ნება დარცენისა, ხოლო, ამდილით კი, მამა ეგნატემ დაგვლოცა და თბილისისაკენ გამოვემართეთ.

ჩვენთვის ძალიან ძვირფასი აღმოჩნდა ელიას სახელობის მონასტერში გატარებული თითოეული წუთი, დაუვიწყარი იქნება მამა ეგნატეს მიერ ჩვენდამი გამოჩენილი ყურადღება, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით მას. აგრეთვე, მოწიწებით მადლობას ვუხდით მონასტრის ყველა ბერს, დიაკვანს და მორჩილებს მასპინძლობისათვის...