გუშინ თბილისში, შსს ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილების თანამშრომლები, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ ადვოკატ გიორგი მდინარეძეს. ადვოკატისადმი ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი გახდა მისივე მიერ არჩეული

დაცვის სტრატეგია, რაც სავარაუდოდ არ მოეწონა გამოძიების მწარმოებელ პირებს, პოლიციელებსა და პოლიციის განყოფილების უფროსს.

მიუხედავად იმისა, ვინ იყო დასახელებულ დანაშაულში მონაწილე პირები, იყო თუ არა მათ შორის პოლიციის განყოფილების უფროსი, ან / და რა თანამდებობის, ან რა რანგის მოხელეები იყვნენ ისინი, ფაქტია, რომ ადვოკატის ცემის ფაქტი, არის მიუტევებელი დანაშაული, რომელიც თავის მხრივ, ს.ს.კ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" პუნქტების,  ს.ს.კ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილის და  ს.ს.კ-ის 365-ე მუხლის მე-4 ნაწილის და იმავე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" პუნქტის თანახმად, არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10  წლამდე ვადით და 5 წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას.

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მითუმეტეს, რომ ვგმობთ ადვოკატის წინააღმდეგ ფიზიკურ ძალადობას და მის საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტს. უდავოა, რომ ამგვარი პრეცედენტიც კი, ეჭვქვეშ აყენებს მიმდინარე გამოძიების სამართლიანობასა და უარყოფითად აისახება ხელისუფლების საზოგადოებრივ - პოლიტიკურ იმიჯზე.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მდინარაძე არის სხვა იურიდიული სამსახურის ადვოკატი და არ არის ჩვენი იურიდიული კომპანიის თანამშრომელი, ვფიქრობთ, რომ შექმნილ ვითარებაში ერთად-ერთი და უპირობო გამოსავალია, კომპეტენტური გამოძიების წარმოება, დამნაშავეთა დასჯა და სამართლიანობის აღდგენა. შევახსენებთ საზოგადოებას, თუ რა შედეგით დამთავრდა წინა ხელისუფლების "ეპოპეა", რომელსაც მიაჩნდა, რომ ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან განხორციელებული ძალადობა - ქვეყნის მართვისა და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება იყო...

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და მიიღოთ კანონით გათვალისწინებული ზომები. ვფიქრობთ, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმე, დემოკრატიის განვითარების გზაზე, სახელმწიფოსათვის და მისი მოქმედი ხელისუფლებისათვის იქნება უმნიშვნელოვანესი ტესტი იმის შესახებ, თუ როგორ იცავს ხელისუფლება კანონს, რამდენად ლეგიტიმურია სამართალდამცავთა კომპეტენცია და საქმიანობა, არსებობს თუ არა ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგი და სხვა...