ავტო - მანქანის გაქირავებით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ...

შპს "PAEL  Georgia" იქირავებს სატრანსპორტო საშუალებას, რომლის სავარაუდო მახასიათებლებიც იქნება:

  • მარკა: "მიცუბიში", "მერსედესი", "ტოიოტა", ან "ნისანი";
  • ძრავის მოცულობა: 2000-დან 3000-მდე;
  • ტიპი: ჯიპი (შესაძლებელია ე.წ. ნახევრად ჯიპის სტილი);
  • საწვავის ტიპი: ავტო-გაზი;
  • მდგომარეობა: სრულად გამართული, ელ-პაკეტით, ტყავის, ან შერეული ტიპის სალონით;
  • ფერი: თეთრი, შავი, ნაცრისფერი, ოქროსფერი, ან ვერცხლისფერი;
  • სიჩქარის გადამცემი კოლოფი: ავტომატური;
  • თვლები: 4 გამწევი;
  • გამოშვების წელი: 2002-დან 2005-ის ჩათვლით.

ჩვენს მიერ აღწერილი მახასიათებლების მქონე ავტომანქანას, ვიქირავებთ წინასწარ განსაზღვრული დროის და მესაკუთრე / მფლობელი მძღოლის გარეშე. გარდა ამისა, ავტომანქანის მეიჯარე, რომელიც შპს "PAEL  Georgia"-სთან გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს, უნდა იყოს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირი, ან / და კერძო სამართლის იურიდიული პირი. ავტომანქანას მძღოლთან ერთად არ ვიქირავებთ...

დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს და აკმაყოფილებს ჩვენს მოთხვნებს, ვთხოვთ გამოგვეხმაუროს ელ-ფოსტის მეშვეობით: ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად. მეშვეობით, ან მოგვაწოდეთ თქვენი წინადადება წერილობით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ა. წერეთლის გამზ. N: 112, მე-2 სართული, ოთახი N: 202.

საიჯარო ფასის შემოთავაზება სავალდებულოა წერილობითი კორესპოდენციის მოწოდების დროს. ხოლო, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს შპს "PAEL  Georgia", არსებული შემოთავაზებების გათვალისწინებით.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა არის 2015 წლის 17 ნოემბერი, 11:00 სთ.