დღეიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი ე.წ. "ასტუპნიკები"-ს შესახებ, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი სახლები და შესაბამისი მიწები დაკანონდება...

ამ კანონის სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ ამ სფეროში საბოლოოდ აღსდგა სამართლიანობა და თუ მანამდე ათეულობით წლების წინ ფაქტობრივად გაყიდული უძრავი ქონება, ე.წ. "ძველ მესაკუთრეებს" ახსენდებოდა მაშინ, როდესაც მის დაკანონებას იწყებდა უძრავი ქონების ფაქტობრივი მფლობელი, ამ დროიდან პრიორიტეტულად, სამართლიანად განისაზღვრა ქონების ფაქტობრივი მფლობელების, როგორც ნამდვილი მესაკუთრეების ინტერესების დაცვა.

თითქმის ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებული პრაქტიკის თანახმად, ბოლო 30 - 50, ან მეტი წლის მანძილზე უძრავ ქონებაში მცხოვრები პირები, რომლებმაც თავის დროზე შეიძინეს ქონება ნოტარიული ფორმის დაუცველად და ცხოვრობდნენ იქ, როგორც უცილებელი მესაკუთრეები, თუ შეეცდებოდნენ საკუთრების უფლების რეგისტრაციას, დღემდე მოქმედი კანონმდებლობის "წყალობით", ისეთ პირებს, რომლებსაც არც კი ახსოვდათ ამგვარ ქონებაზე რაიმე უფლების არსებობის შესახებ, ეხსნებოდათ "უშრომელი შემოსავლის" მიღების სურვილი და სასამართლოს წყალობით ხშირად აღწევდენ უსამართლო მიზანს და მოქალაქეებს ხშირად, ხელმეორედ უხდებოდათ, ერთხელ უკვე შეძენილი სახლ-კარის შესყიდვა. ამავე დროს, პრობლემა კიდევ უფრო რთულდებოდა იმავე სახლის ეზოს დაკანონების დროს, რადგანაც დრემდე მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ამგვარი მიწების დაკანონებას.

ამიერიდან, კანონით დეტალურად განისაზღვრა მესაკუთრისა და მოსარგებლის უფლება - ვალდებულებანი და ვფიქრობთ, რომ ეს დიდი გამოსავალი ქინება ბევრი ადამიანისათვის და ეს განსაკუთრებით შეეხება თბილისის ძველი უბნების მობინადრეთა თითქმის 40%-ზე მეტს.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ კონსულტაციისათვის, ან / და იხილეთ კანონი ვებ-ბმულზე: matsne.gov.ge

ეს კანონი არ ეხება იმ მიწების დაკანონებას, რომლებზეც არ დგას სახლი და ამავე დროს ამ კანონის გამოყენების აუცილებელი წინაპირობა არის ასევე ის, რომ პრეტედენტი მოსარგებლე უნდა ცხოვრობდეს დასაკანონებელი / დასარეგისტრირებელი სახლის მისამართზე არაუგვიანეს 1997 წლის 25 ნოემბრამდე და უნდა ფლობდეს დღესაც.