SOS სასამართლოებში მტკიცებულებათა სტანდარტი მცირდება / მდაბლდება!..

ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებულ სტანდარტთან შედარებით, მტკიცებულებათა სტანდარტის დაწევა, უპრეცედენტოდ ცუდი პრაქტიკის საფუძველი ხდება. 2003 - 2011 წლებში არსებული, ე.წ. "ნულოვანი ტოლერანტობის" დონეს გაუთანაბრდა ბრძოლა ოჯახური ძალადობის, მუქარის, ადევნებისა და სხვა ამ ჯგუფში განსაზღვრულ დანაშაულთა მიმართ.

პირველ რიგში ხაზგასმით ავღნიშნავთ იმასაც,, რომ ჩვენ არ ვართ ვგმობთ დანაშაულის ბრძოლას, პირიქით, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, აუცილებელი და უალტერნატივოა, მაგრამ ჩვენს აღშფოთებას იწვევს ბრალდებულის წინააღმდეგ გამოყენებული, ბრალდების დასაბუთების სტანდარტის დაწევა, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქმედი კანონმდებლობით ნებისმიერი პირის მიმართ გამამტყუვნებელი განაჩენის დადგენისათვის აუცილებლად ითვლება 1 პირდაპირი და დამატებით 1 ირიბი მოწმის ჩვენების არსებობა, რომელიც განიხილება სხვა მტკიცებულებათა ერთობლობით. ხოლო, ახალი პრაქტიკის პირობებში, ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე, გამოყენებულია უპრეცედენტოდ დაბალი სტანდარტი, რაც გულისხმობს მხოლოდ 1 ირიბი მოწმის ჩვენების საფუძველზე, სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობის არსებობის გარეშე, გამამტყუვნებელი განაჩენის დადგენის შესაძლებლობას და გარწმუნებთ, რომ ამგვარი პრეცედენტი უკვე სახიფათოა!..

სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა სამართლიანობა არის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებების დაცვა და შესაბამისად, სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა, იყოს სამართლიანი, თუნდაც დამნაშავე პირის მიმართ!..

თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ 1 ირიბი მოწმის ჩვენებით ნებისმიერი ადამიანის დაპატიმრების შესაძლებლობას და შესაძლოა ხშირად ამგვარ "მოწმედ" გამოყენებულ იქნეს ექიმიც კი (მაგალითისათვის: თუ იგი იტყვის, რომ ერთ-ერთმა პაციენტმა უთხრა "ეს რაღაც .... "), მაშინ ცხადია, რომ ყველაზე უფრო მოძალადე არის სახელმწიფო და არა ის ერთი და თუნდაც შესაძლოდ პათოლოგი ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა "ვიღაცისათვის" არასასურველი ქმედება...

მართალია საქართველო შეუერთდა სტამბულის კონვენციას ოჯახური ძალადობის წინაააღმდეგ ბრძოლის თაობაზე, თუმცა ეგ არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ჩვენი მოქალაქეების უფლებების შელახვად და სანამ ვინმეს ვეტყვით, რომ ის არის მოძალადე, ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მას,  რომ ის ნამდვილად მოძალადე არის, ეს მტკიცების სტანდარტი უნდა იყოს მაღალი, თუნდაც მსჯავრდებულმა თავი არ უნდა იგრძნოს დაჩაგრულად და არ შეიძლება ადამიანები დავყოთ "ცუდ", "არასასურველ" და "კარგ" კასტად!..

საქართველოს სახელმწიფოს დღეისათვის გასათვალისწინებელი აქვს 2 უმნიშვნელოვანესი გამოცდილება: 1.) რა შედეგი მოიტანა 2003-2011 წწ-ის ე.წ. "ნულოვანმა ტოლერანტობა"-მ (რომლის ახსნასაც ამჟამად არ დავიწყებთ) და მოწინავე ევროპული ქვეყნების ბრძოლამ, ქალთა უფლებების დასაცავად. ამ უკანასკნელი პრაქტიკის უფრო ნათლად აღქმისათვის შევჩერდებით ერთ კონკრეტულ მაგალითზე და ავღნიშნავთ, რომ მაგალითისათვის, საფრანგეთში წლების მანძილზე, ათასობით ადამიანი არის მსჯავრდებული, რომლებზეც განაწყენებულმა ქალბატონებმა, უბრალოდ პოლიციას მიმართეს, მამაკაცისაგან ყოველგვარი ძალადობის, ან მუქარის გარეშე და ასევე, კიდევ ათასობით მსჯავრდებული ტაქსის მძღოლები, რომლებიც ძალადობის კვალიფიკაციით გასამართლებულ იქნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მგზავრ ქალბატონს ტაქსით მგზავრობის რამდენიმე ასეული ევრო არ ჰქონოდა გადასახდელი.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ სასამართლომ კი არ უნდა დასწიოს სტანდარტი, პირიქით, უნდა ასწიოს მტკიცებულებათა შეფასების და გადაწყვეტილების მიღების სტანდარტი და უპირობოდ სამარცხვინოა, როცა მოსამართლისაგან გვესმის სიტყვები: "რა ვქნა, მე ვერ ავიღებ ჩემს თავზე ... " და ასე შემდეგ... ჩვენ გვჭირდება სასამართლო, რომელიც მართლაც აიღებს პასუხისმგებლობას მის კომპეტენციაში არსებულ საკითხებზე და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოსამართლეებს სწორედაც რომ ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისათვის ვუხდით პრაქტიკულად უმაღლეს ხელფასს...

რაც შეეხება დანაშაულის პროფილაქტიკას, მის წინააღმდეგ ბრძლოას, დანაშაულის გამოვლენას და ასე შემდეგ, ამისათვის არსებობს პოლიცია და პროკურატურა და სწორედ მათი ვალია, იმუშავონ მეტი, მოიპოვონ მეტი მტკიცებულებები და სასამართლოს წინაშე მოითხოვონ გამამტყუვნებელი განაჩენი, არა მხოლოდ ჭორებზე დაყრდნობით, არამედ, რეალური მტკიცებულებების გათვალისწინებით !..

 

...